EU-EBRD ქვეყნის სპეციფიკური საინვესტიციო კლიმატის მიმოხილვა და სამოქმედო გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისათვის - II ფაზა

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა - ევროკომისიის (EC) დაკვეთით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური ზრდის მოდელების ცვლილებასა და ხელშეწყობას.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზნები - პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, ფინანსური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება მოიცავს შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის საკითხებს, ეკონომიკური მმართველობისა და მდგრადი საჯარო ფინანსების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობისა და სამართლიანი მმართველობის ხელშეწყობა.

განმახორციელებელი პარტნიორი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე