„EU4Business Garante Facility“ დაფინანსებული ევროკავშირის გენერალური ბიუჯეტიდან სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის ფარგლებში

პროექტის მიზნები

პროექტის მიზნები - მექანიზმი ემსახურება დოკუმენტის ზოგად მიზნებს, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, დაკრედიტების გაუმჯობესებული პირობებით და მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის პირველადი ზარალის გარანტიების მიწოდებით.

მექანიზმის ძირითადი მიზნებია:

  • მხარდაჭერა Covid-19-ის პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების დაძლევის მიზნით;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება უზრუნველყოფის მოთხოვნის შემცირების, დაფინანსების დაბალი დანახარჯებისა და ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გზით;
  • ბიზნესის ფინანსურ საჭიროებებზე რეაგირება; მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა პირველადი ზარალის გარანტიებით, რაც ადგილობრივ შუამავალ ბანკებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად გარისკონ და ითანამშრომლონ იმ ბიზნეს სეგმენტთან, ვისთანაც ვერ ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ზარალის რისკის არსებობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს და მის შემდგომ.

პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ შერჩეულ ქვეყნებში ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომას საგარანტიო მექანიზმის მიწოდებით. ეს მექნიზმი ადგილობრივ ბანკებსა და სხვა ფინანსურ შუამავლებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის გარანტიებს, რასაც შედეგად მოაქვს ტრანზაქციის პირობების გაუმჯობესება.

განმახორციელებელი პარტნიორი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე