ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა სოფლის განვითარებისათვის აფხაზეთში, III ფაზა (ENPARD IV)

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა - ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის მთავარი მიზანია  აფხაზეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და სოციოეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებას, რამაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი სარგებლის მიღება როგორც მამაკაცებისთვის,ისე ქალებისთვის, ასევე ისეთი სპეციფიკური ჯგუფებისთვის, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ეთნიკური უმცირესობები.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზნები - ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს ცვლილებების განხორციელებას სამი კონკრეტული მიზნით: მომხმარებელთა და მწარმოებელთა უფლებების დაცვა სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და ფერმებში სწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობით; სოფლის მოსახლეობის გაძლიერება გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მეშვეობით, ადგილობრივი მაცხოვრებლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებითა და შემოსავლის სხვადასხვა წყაროების შექმნით; თემის გაძლიერება, სოციალური ინკლუზიისა და ერთიანობის ხელშეწყობა ადგილობრივი მმართველობის ინიციატივებით.

განმახორციელებელი პარტნიორი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე