საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარული და ფიტოსანიტარული (SPS) სექტორის მხარდაჭერა, ENPARD IV პროექტის ფარგლებში (საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამა - IV ფაზა)

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა - პროექტი, რომელიც ENPARD-ის მეოთხე ფაზის ნაწილია, მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას. ის ფოკუსირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მწარმოებლებისა და კვების ბიზნესის მხარდაჭერაზე და განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაზე.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზნები - მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას და გააძლიეროს ამ სფეროში მომუშავე ინსტიტუციების, კვების ბიზნესისა და სურსათის უვნებლობაში ჩართული სხვა მხარეების შესაძლებლობები.

განმახორციელებელი პარტნიორი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე