You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით
და რთული ოპერაციული გარემო, რომელიც მოიცავს მაღალ საგადასახადო ტარიფებს, კორუფციას და პოლიტიკურ არასტაბილურობას.
 
ეს არის მიზეზი, რის გამოც 2009 წელს დაიწყო მცირე და საშუალო მეწარმეობის ფლაგმანური ინიციატივა, რომელშიც შევიდა ევროკავშირის მიერ ყველა დაფინანსებული რეგიონალური პროგრამები. 2016 წელს, მცირე და საშუალო მეწარმეობის ფლაგმანურ ინიციატივას შეეცვალა სახელი და დაერქვა EU4Business. ახლა ის მოიცავს ორმხრივი დახმარების პროექტებს, რომლებიც უშუალოდ გამიზნულია მცირე და საშუალო საწარმოებზე და ბიზნესის მხარდაჭერ ორგანიზაციებზე (BSO).
 
ეს არის პირველი EU4Business კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც გამოცემულია EU4Business-ის სამდივნოს მიერ და იყო დაფუძნებული DG NEAR-ის მხარდასაჭერად. ანგარიშში:
- განხილულია EU4Business ინიციატივის დაწყების პერიოდი და მისი განვითარება წლების განმავლობაში.
- შეთავაზებულია EU4Business-ის შესაბამისობის ანალიზი ეროვნულ მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ჩარჩოების კონცეფციებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, თითოეულ ქვეყანაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით.
- მიმოხილულია EU4Business-ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც განხორციელდა 2009-2016 წლებში და მოცემულია მათი მიღწევების ანალიზი.
- დასახულია EU4Business-ის მომავალი მოქმედებები, რაც უფრო „გასააზრებელი ინფორმაციაა“, ვიდრე მკაცრი მითითება.
 
პირველი EU4Business კონსოლიდირებული ანგარიში შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ევროკავშირის სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე. მასში მოყვანილია საერთაშორისო და ადგილობრივი წყაროების მონაცემები და ინფორმაცია, ძირითადად EU4Business-ის ექვსი ქვეყნის 2017 წლის ანგარიშებიდან.
 
მიღწევების ანალიზი ეყრდნობა 200-ზე მეტი პროგრამის და საპროექტო დოკუმენტის მიმოხილვას, განსაკუთრებით ანგარიშებს პროგრამის განხორციელების პროცესში პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.
 
პირველი EU4Business კონსოლიდირებული ანგარიში შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მოქმედი დოკუმენტი: EU4Business-ის მონაწილეობის ზრდისა და პროცესის მონიტორინგისა და კოორდინაციის გახშირების შესახებ.
ახალი ანგარიშები
05.10.2021
წაიკითხეთ EU4Business-ის 2021 წლის ქვეყნის ანგარიში, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა Citizens’ Summary 2021, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2021, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე