You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

კონკრეტული ქვეყნისთვის შედგენილი EU4Business-ის წინამდებარე ანგარიში გთავაზობთ საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური და ბიზნეს გარემოს სიღრმისეულ შეფასებას, მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის გარემოს ჩათვლით. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და იმას, თუ როგორ უწყობს ხელს ამ მიზანს EU4Business პროექტის პორტფოლიო.

EU4Business-ის სამდივნომ მოამზადა ეს მეოთხე ანგარიში კონკრეტული ქვეყნისთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში EU4Business ინიციატივის განვითარებისა და მიღწევების გასაანალიზებლად. ანგარიშის სხვადასხვა ნაწილში განხილულია EU4Business-ის ოთხი ძირითადი კომპონენტი, შეფასებულია მისი მიმდინარეობა და მოცემულია საქართველოსთვის რელევანტური რეკომენდაციები.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესის ფოკუსირების ჯგუფისა და შესაბამისი მონაწილეების მრგვალი მაგიდების შეფასების დეტალური შედეგები მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებით. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის გარემოს და სამართლებრივი ბაზის შემდგომ გაუმჯობესებას.

ახალი ანგარიშები
24.01.2024
წაიკითხეთ EU4Business-ის 2023 წლის ქვეყნის ანგარიში, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ.
15.12.2023
გაეცანით EU4Business-ის 2023 წლის წლიურ ანგარიშს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მხარდაჭერილი მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ.
01.12.2023
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2023, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე