EU4Business-ის საქართველოს 2017 წლის ანგარიში

EU4Business ანგარიში უზრუნველყოფს საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს და ასევე წარადგენს EU4Business-ის პროექტებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება ქვეყანაში. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას არსებულ ეროვნულ პოლიტიკებზე და შემდგომ ზომებზე, რომლებიც დაგეგმილია ეროვნულ სტრატეგიაში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. 
მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის 2016 წლის კვლევა 10-კომპონენტიანი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის აქტის (SBA)-ს დანერგვას. საქართველომ შვიდ კომპონენტში დადებითი შეფასება მიიღო და შეფასებული იყო, როგორც საუკეთესო შემსრულებელი და რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საჭიროა ისეთი სფეროების გაუმჯობესება, როგორც გადახდისუუნარობა, რეგულირების სტრუქტურა, მხარდაჭერის სერვისები მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის და სტარტაპებისთვის, სტანდარტები, ტექნიკური ნორმები და ინოვაციები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის კვლევამ შეაფასა საქართველო, როგორც საუკეთესო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მთავარ გამოწვევებად საქართველოსთვის ისევ რჩება ფინანსებზე წვდომა, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის დეფიციტი და სამუშაო ადგილების შექნის დაბალი მაჩვენებელი.
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე