You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით
EU4Business ანგარიში უზრუნველყოფს საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს და ასევე წარადგენს EU4Business-ის პროექტებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება ქვეყანაში. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას არსებულ ეროვნულ პოლიტიკებზე და შემდგომ ზომებზე, რომლებიც დაგეგმილია ეროვნულ სტრატეგიაში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. 
მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის 2016 წლის კვლევა 10-კომპონენტიანი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის აქტის (SBA)-ს დანერგვას. საქართველომ შვიდ კომპონენტში დადებითი შეფასება მიიღო და შეფასებული იყო, როგორც საუკეთესო შემსრულებელი და რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საჭიროა ისეთი სფეროების გაუმჯობესება, როგორც გადახდისუუნარობა, რეგულირების სტრუქტურა, მხარდაჭერის სერვისები მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის და სტარტაპებისთვის, სტანდარტები, ტექნიკური ნორმები და ინოვაციები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის კვლევამ შეაფასა საქართველო, როგორც საუკეთესო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მთავარ გამოწვევებად საქართველოსთვის ისევ რჩება ფინანსებზე წვდომა, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის დეფიციტი და სამუშაო ადგილების შექნის დაბალი მაჩვენებელი.
ახალი ანგარიშები
05.10.2021
წაიკითხეთ EU4Business-ის 2021 წლის ქვეყნის ანგარიში, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა Citizens’ Summary 2021, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2021, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე