EU4Business-ის პირველი წლიური ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2016-2017 წლებში ინიციატივის დინამიკა და მიღწევები, ისევე როგორც საერთო კონსოლიდირებული მაჩვენებლები მას შემდეგ, რაც ინიციატივა დაიწყო 2009 წელს. ანგარიშში ასევე დასახულია წინსვლის გზა, რომელიც ეფუძნება EU4Business-ის დაინტერესებულ მხარეებთან ვრცელ კონსულტაციებს.
EU4Business მოიცავს 43 პროექტის პორტფელს, რომლებსაც შეესაბამება ევროკავშირის ფინანსური ვალდებულება 348 მილიონი ევროს ოდენობით, ახორციელებს 20 პარტნიორი და საერთო ჯამში, მოზიდული აქვს დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობით სესხები. ანგარიში ეყრდნობა 150-ზე მეტი დოკუმენტის ანალიზს, ძირითადად, პროექტისა და პროგრამების ანგარიშებსა და კონტრაქტებს, ისევე როგორც 200-ზე მეტ ეროვნულ, ევროკავშირში არსებულ თუ საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს. ანგარიშის მომზადებისას, EU4Business-ის სამდივნომ, ასევე, ინტერვიუები ჩაატარა 200-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმესთან გამოკითხვისა და ინდივიდუალური შემთხვევების მეშვეობით.
ანგარიში მიმოიხილავს, თუ როგორ ასრულებს EU4Business ინიციატივის ოთხ მიზანს და რამდენად შეესაბამება ფინანსების, უნარების, სამუშაო ადგილებისა და პოლიტიკური რეფორმების ძირითადი მაჩვენებლები 2020 წლისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ მისაღწევ შედეგებს; ნაჩვენებია ბენეფიციარების წარმატების მთელი რიგი ისტორიები ინიციატივის ყველა სფეროში.
ის ასევე განიხილავს EU4Business ინიციატივის წინსვლის გზას 2018 წლის გაზაფხულზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გამართული მთელი რიგი მრგვალი მაგიდების დასკვნებზე დაყრდნობით.