You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

EU4Business-ის პირველი წლიური ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2016-2017 წლებში ინიციატივის დინამიკა და მიღწევები, ისევე როგორც საერთო კონსოლიდირებული მაჩვენებლები მას შემდეგ, რაც ინიციატივა დაიწყო 2009 წელს. ანგარიშში ასევე დასახულია წინსვლის გზა, რომელიც ეფუძნება EU4Business-ის დაინტერესებულ მხარეებთან ვრცელ კონსულტაციებს.

EU4Business მოიცავს 43 პროექტის პორტფელს, რომლებსაც შეესაბამება ევროკავშირის ფინანსური ვალდებულება 348 მილიონი ევროს ოდენობით, ახორციელებს 20 პარტნიორი და საერთო ჯამში, მოზიდული აქვს დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობით სესხები. ანგარიში ეყრდნობა 150-ზე მეტი დოკუმენტის ანალიზს, ძირითადად, პროექტისა და პროგრამების ანგარიშებსა და კონტრაქტებს, ისევე როგორც 200-ზე მეტ ეროვნულ, ევროკავშირში არსებულ თუ საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს. ანგარიშის მომზადებისას, EU4Business-ის სამდივნომ, ასევე, ინტერვიუები ჩაატარა 200-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმესთან გამოკითხვისა და ინდივიდუალური შემთხვევების მეშვეობით.

ანგარიში მიმოიხილავს, თუ როგორ ასრულებს EU4Business ინიციატივის ოთხ მიზანს და რამდენად შეესაბამება ფინანსების, უნარების, სამუშაო ადგილებისა და პოლიტიკური რეფორმების ძირითადი მაჩვენებლები 2020  წლისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ მისაღწევ შედეგებს; ნაჩვენებია ბენეფიციარების წარმატების მთელი რიგი ისტორიები ინიციატივის ყველა სფეროში.

ის ასევე განიხილავს EU4Business ინიციატივის წინსვლის გზას 2018  წლის გაზაფხულზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გამართული მთელი რიგი მრგვალი მაგიდების დასკვნებზე დაყრდნობით.

ახალი ანგარიშები
05.10.2021
წაიკითხეთ EU4Business-ის 2021 წლის ქვეყნის ანგარიში, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა Citizens’ Summary 2021, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.
30.08.2021
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2021, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე