You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ერთად მუშაობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. სწორედ ასე უყურებს მარიამ ორჯონიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში მომუშავე ქართველი დიპლომატი ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ ტრენინგების სერიას, რომელსაც მხარს უჭერს EU4Business ინიციატივა და ახორციელებს EBRD.

ეკონომიკური დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და იგი ქვეყნებს ეხმარება ეფექტური სავაჭრო კავშირების დამყარებაში, ექსპორტის ხელშეწყობაში და ინვესტორების მოზიდვაში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დროში, როდესაც მიწოდების ჯაჭვში და საინვესტიციო ტენდენციებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირმა და EBRD-მ ოთხმოცზე მეტ ქართველ დიპლომატს მოუყარა თავი, რათა მათ ერთად განეხილათ ინსტრუმენტები და იდეები ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებთან დასაკავშირებლად.

სასწავლო კურსები, რომლებიც განხორციელდა საპარლამენტო კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ, განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა საქართველოსთვის. ქვეყანას, სადაც დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არ ჰყავს ეკონომიკური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. არამედ, ეკონომიკური დიპლომატია გაერთიანებულია საელჩოების ზოგად ფუნქციებთან.

მოსაზრება პრაღიდან

მარიამ ორჯონიკიძის მოსაზრებით, ინტერაქტიული სასწავლო სესიები იყო ყოვლისმომცველი და საინტერესო და ეფუძნებოდა კონკრეტული მაგალითების გამოყენებას. დიპლომატი აპირებს, მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად საელჩოსათვის ხელმისაწვდომი რესურსები: ჩეხეთ-საქართველოს კომერციის პალატასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, საკონტაქტო ქსელის გაზრდა, პრაღის ფარგლებს გარეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს ჩვენი წვდომა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვა მნიშვნელოვან რეგიონებზე - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პატარა საელჩოსთვის, როგორიცაა ჩვენი საელჩო,“ - აღნიშნა მან.

მარიამმა, აგრეთვე, წარმოადგინა რამოდენიმე იდეა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. „ყველაზე პოპულარული და საქართველოდან ყველაზე ხშირად იმპორტირებული პროდუქტებია თხილეული და ხილი - ადამიანები ამის შესახებ რომ იგებენ, ძალიან უკვირთ ხოლმე.“

„მზარდია ინტერესი საქართველოში ტურიზმის მიმართ. ჩეხებს ძალიან უყვართ მაღალმთიანი რეგიონები, ლაშქრობა, ჰელი-სკიინგი და ბუნება. სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო რთულია ტურიზმის ხელშეწყობა, თუმცა, ჩვენ ამ კუთხით ახლა აქტიურად ვმუშაობთ.“

მოსაზრება ლონდონიდან

გიორგი საგანელიძე მუშაობს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს საელჩოში. მისი აზრით, ეკონომიკურ დიპლომატიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებისთვის.

„მთავარი მიზანია, ადგილობრივი ქართველი ბიზნესების შესაძლებლობების განვითარება, ვაჭრობის დამაბრკოლებელი ბარიერების მინიმუმამდე დაყვანა და კერძო სექტორში კონკურენტულობის გაზრდა“ - ამბობს იგი. „უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, სავაჭრო კავშირების განმტკიცება, ინვესტორების მხარდაჭერა ტურიზმის ხელშეწყობა ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

გიორგის სჯერა, რომ საქართველოს უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, როგორიცაა თხილეული, მოცვი და ნუში... და, რა თქმა უნდა, ღვინო.

„ყოველ წელს, უფრო და უფრო მეტი ვაზი ირგვება საქართველოში, მეტი ბრენდები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და ინერგება ხარისხის მკაცრი სტანდარტები,“ - განაცხადა მან. „მაგალითად, მხოლოდ 2021 წელს დიდ ბრიტანეტში განხორციელდა 736,000 ბოთლ ღვინის ექსპორტი - რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით მეტია. აღნიშნული ბაზარი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის.“

ეკონომიკური დიპლომატია სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ურთიერთდაკავშირებული ციკლის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც, ასევე, მოიცავს წარმოების გაუმჯობესებას და ცოდნაზე დაფუძნებულ მარკეტინგს, სტანდარტების განმტკიცებას და ქვეყნის ბრენდის გაძლიერებას. EBRD-ის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული პროდუქტების და სერვისების ექსპორტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

180-ზე მეტმა კომპანიამ უკვე ისარგებლა დაფინანსებაზე წვდომით, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის საშუალებით, რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ადგილობრივი წარმოების გაზრდას და საერთაშორისო დონეზე უფრო ეფექტურად ოპერირებას. ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს საჭირო ცოდნა საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად, EU4Business-ის ხელშეწყობით.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
21.02.2024
ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.
ge
12.02.2024
კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება".
ge
31.08.2023
როცა 1995 წელს თამარ ლებანიძემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინაშე იდგა. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის მისიას მხოლოდ ერთი ფრაზა შეესაბამებოდა: „ბრძოლა განვითარებისთვის“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე