კერძო კლინიკა საქართველოში იყენებს აპარატურის მართვის უნიკალურ პროგრამას, თავისი პაციენტებისთვის გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურების შეთავაზების მიზნით. EBRD-ის პროგრამამ „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, უზრუნველყო საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც დაეხმარნენ კლინიკას პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში. ამგვარად კლინიკას საშუალება მიეცა მიეღო EBRD-ს სესხი თავისი მომსახურების გასაუმჯობესებლად.