ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის და თიბისი ბანკი საქართველოში მეწარმეობის განვითარებას უჭერენ მხარს

საქართველო
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის და თიბისი ბანკი საქართველოში მეწარმეობის განვითარებას უჭერენ მხარს

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თავის დიდი ხნის პარტნიორ ორგანიზაციას, თიბისი ბანკს სესხს გამოუყოფს. თანხის ოდენობა 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში. ეს სესხი, თავის მხრივ, გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე და მისი მეშვეობით დაფინანსდება საქართველოში ხშირად უგულებელყოფილი ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა სასოფლო ბიზნესის მფლობელები, მეწარმე ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები.  

„ყურადღებას მოკლებული ჯგუფებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია EFSE-სთვის. თიბისი ბანკი კი იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ რამდენის მიღწევაა შესაძლებელი მიკრო დონეზე, რასაც შემდეგ მთლიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის მოაქვს სარგებელი“, — აღნიშნა EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს მიულერმა.

თიბისი ბანკი საქართველოს უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელზეც ქვეყნის საბანკო სექტორის აქტივების 39% მოდის. ის EFSE-ს პარტნიორი 2015 წლის დეკემბერში გახდა.  

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე