You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

18-30 მაისს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის უცხოელმა კონსულტანტებმა საექსპერტო მისიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს თხილის, ჩირისა და ჩაის სექტორში მომუშავე პროექტის 16 ბენეფიციარი კომპანია მოინახულეს.

ვიზიტები ორგანიზებული იყო საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის შესაბამისად.

13-დღიან საექსპერტო მისიას ხელმძღვანელობდნენ ჩაისა და ჩირის ექსპერტი ჯეიმს ფიცპატრიკი და ჩაის საერთაშორისო კონსულტანტი სანჯაი გუჰა. მისიის მთავარ მიზანს თხილისა და ჩირის მწარმოებელი კომპანიების ინდივიდუალური სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრა და საბოლოოდ შემუშავება წარმოადგენდა. მისიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო ჩაის ქარხნის შენობა-ნაგებობებისა და წარმოების პროცესის შეფასება და კომპანიის ხელმძღვანელობასთან და საწარმოო შემადგენლობასთან გასაუბრება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

მისია ითვალისწინებდა შემდეგ აქტივობებს:

  • მისიის ერთი ნაწილი დაეთმო ექსპერტებისა და თხილის მწარმოებელი რვა ბენეფიციარი კომპანიისა და ჩირის მწარმოებელი ორი ბენეფიციარი კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრას. შეხვედრების პერიოდში თხილისა და ჩირის ექსპერტმა მოინახულა კომპანიების საწარმოო შენობები და გაეცნო წარმოების პროცესს. შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა კომპანიების მხრიდან მოქმედების ინდივიდუალური სტრატეგიების განსაზღვრასა და საბოლოოდ შემუშავებაზე, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კომპანიები შესძლებენ ევროკავშირის მყიდველებთან ურთიერთობას. 
  • მისიის მეორე ნაწილი დაეთმო ცოდნის გაზიარებას სამეგრელოს რეგიონის თხილის სექტორის წარმომადგენლებთან. შემდეგ გაიმართა სემინარი, რომლის მიზანიც იყო მონაწილეთა უკეთ ინფორმირება ბაზრის, საბაზრო კონკურენციისა და ევროკავშირში ვაჭრობის ძირითადი ტენდენციების შესახებ, სადაც განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საბაზრო სტრუქტურა, ბაზრის ფუნქციონირება, მსოფლიო ბაზარზე თხილით ვაჭრობა და თხილისა და საკვები პროდუქტების ევროპელ მყიდველებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.
  • მისიის მესამე ნაწილი დაიწყო 27 მაისს და ითვალისწინებდა ჩაის მწარმოებელ ხუთ ბენეფიციარ კომპანიასთან შეხვედრას და მათი საწარმოების მონახულებას. საწარმოების მონახულება და მართვის მეთოდების ინდივიდუალური სწავლება დაეხმარება მათ არსებული სიტუაციის უკეთ შეფასებასა და მოქმედების გეგმის შემუშავებაში მომავალში ექსპორტის განვითარების მიზნით.

პროექტი მზაობა ვაჭრობისთვის, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, მუშაობს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცირე საწარმოებთან და მიზნად ისახავს მათ დახმარებას, შეარჩიონ და საკუთარი პროდუქცია გაიტანონ უცხო ქვეყნის სამიზნე ბაზრებზე, განსაკუთრებული აქცენტით ევროკავშირზე.

უახლესი ამბები
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.
ge
29.12.2023
29 დეკემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB, ევროკავშირის ბანკი) საქართველოს ბანკთან 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ განაცხადა. თანხა მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების მხარდაჭერას მოხმარდება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე