ელექტრონული ბარათები: როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ

საქართველო
ელექტრონული ბარათები: როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ
 
1. COVID-მა ჩემი ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორ მოვიპოვო დაფინანსება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
 
2. როგორ მივიღო საბანკო სესხი? რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო?
 
3. სესხების შესახებ მსმენია, მაგრამ გრანტებიც თუ არის მცირე ზომის კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი?
 
4. პანდემიამ დამანახა, რომ ჩემს ბიზნესს მდგრადი განვითარება წაადგება. როგორ მივიღო ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო ცოდნა, კონსულტაცია და უნარები?
 
5. ვფიქრობ, ევროკავშირში ექსპორტი ჩემს ბიზნესს აღდგენაში დაეხმარება. საიდან დავიწყო?
 
6. არიან ჩემნაირი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელთაც უკვე მიიღეს დახმარება?
 
of
 

ევროკავშირი ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს დაფინანსებით და გარანტიებით უზრუნველყოფს, რათა მათ, თავიანთ მხრივ, სესხების გაცემა შეძლონ. კერძოდ, ამ გზით ადგილობრივ გამსესხებლებს შესაძლებლობა აქვთ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესთავაზონ უფრო ხელმისაწვდომი დაფინანსება — მაგალითად, დაბალპროცენტიანი სესხები, სესხის ხანგრძლივი ვადა, დაბალი საგარანტიო მოთხოვნები და, ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის არა უცხოურ ვალუტაში, არამედ  ლარში გაცემის შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გთავაზობენ EU4Business ინიციატივის ფარგლებში მოქმედი ქართული ბანკები: EBRDTBC ბანკიTBC Leasingსაქართველოს ბანკიბაზისბანკისს „პროკრედიტ ბანკი საქართველო“JSC Credo Bankმიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი".

აი, რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს  მცირე და საშუალო მეწარმეებმა აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა:

ნათია ხელაია, „ფუდ ალიანსის“ ფინანსური დირექტორია. მისმა კომპანიამ, რომელიც მაღალი ხარისხის გაყინულ პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, სესხი EU4Business-EBRD-ის ერთობლივი საკრედიტო ხაზიდან 15%-იანი ქეშბექის შესაძლებლობით მიიღო. შედეგად, საწარმომ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა შეისყიდა, რამაც კომპანიის ეფექტიანობა 50%-ით გაზარდა.

მიხეილ მელუამ დაფნის ფოთლის მწარმოებელი თავისი კომპანიის, Black Sea Laurus, საწარმოო პოტენციალის გაზრდა, თანამედროვე დანადგარების შეძენა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით შეძლო. შედეგად, Black Sea Laurus-მა დამატებით 8 მუდმივი და 100-მდე სეზონური სამუშაო ადგილი შექმნა და თავისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანა, რასაც წარმოებისა და შემოსავლების გაორმაგებაც მოჰყვა.

ევროკავშირი სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო საწარმოებს განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად, ევროკავშირი შეღავათიანი სესხებით უზრუნველყოფს მიკროსაწარმოებს, დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს და ისეთ სფეროებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, როგორიცაა აგროკვება, წარმოება, მომსახურება და უძრავი ქონება.  არანაკლებ მიმზიდველი შესაძლებლობები არსებობს იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ევროკავშირთან ვაჭრობის გაზრდა და თავიანთი წარმოების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლება სურთ. ამასთან, ხელსაყრელი შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მცირე და საშუალო საწარმოებსაც, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.

თუ გსურთ, უფრო დაწვრილებით მიიღოთ ინფორმაცია ევროკავშირის პარტნიორი ბანკების მიერ შეთავაზებული პირობების შესახებ, ეწვიეთ EU4Business ვებსაიტს ან დაუკავშირდით პირდაპირ ბანკს. არ დაგავიწყდეთ, ახსენოთ პროგრამა. ეს ძალიან მარტივია!

დიახ, ხელმისაწვდომია!

მაგალითად, საკვების წარმოების გაუმჯობესებისკენ და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენ მიმართულ ყველაზე ეფექტიან და მდგრად ადგილობრივ ინიციატივებს გრანტების მიღება UNDP-ის მიერ გახორციელებული ENPARD III პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

იმისთვის, რომ თქვენი კომპანიის მსგავსმა მცირე და საშუალო საწარმოებმა ზრდა შეძლონ, ევროკავშირი მხარდაჭერას სთავაზობს ადგილობრივ ბიზნეს ასოციაციებსა და სააგენტოებს. გაეცანით ინფორმაციას ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ, აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება და პირდაპირ დაუკავშირდით ორგანიზაციას!

ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“, ფარგლებში, სანერგეების მფლობელებს შეუძლიათ, დაესწრონ ტრენინგებსა და სემინარებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ნერგების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

EU4Business პროექტი, „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“,  გასტრონომიული ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე ადგილობრივ ბიზნესებს დააინტერესებთ. ამ ინიციატივის ფარგლებში მათ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თანამშრომლობის და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შესახებ და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

ENPARD III პროექტი ფერმერებს, სასოფლო საქმიანობაში ჩართულ შინამეურნეობებს, კოოპერატივებსა და სოფლად მოღვაწე სხვა მცირე და საშუალო საწარმოებს გაუმჯობესებულ მომსახურებაზე და რესურსებზე წვდომით უზრუნველყოფს. ინიციატივა მათ ეხმარება, ისარგებლონ ფერმერთა საპილოტე აქტივობებით — მათ შორის, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციებით, ინფორმაციის გამავრცელებელი ღონისძიებებით და ტრენინგით.

თუ თქვენ ბიზნესს მშენებლობის, ტურიზმის ან ტანსაცმლის წარმოების სექტორში ფლობთ, შეიძლება დაგაინტერესოთ ევროკავშირის პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას კლასტერების განვითარების გზით უწყობს ხელს.

თუ კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარება გსურთ, EU4Business-ის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პროგრამა სწორედ თქვენთვისაა. ინიციატივის ფარგლებში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში არსებულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები დაარსდება.

ბიზნესებს, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ, სარგებელს მოუტანს „ქალები ბიზნესში“ საკონსულტაციო პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს. პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს მეწარმეები ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის საჭირო ნოუ-ჰაუთი. ეს მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ვებსაიტის შესაქმნელად საჭირო ცოდნა, ISO-ს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება თუ ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდა. პროგრამით შეთავაზებული დახმარება, როგორც წესი, ითვალისწინებს კვალიფიცირებულ ადგილობრივ კონსულტანტებთან მუშაობასაც, მომსახურების თვითღირებულების ნაწილი კი ანაზღაურდება.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვადასხვა  პროგრამა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების უკეთ ათვისების მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესებს კონსულტაციებსა და ბიზნესის განვითარების ახალ გზებსაც სთავაზობს. ეს პროგრამებია: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განხორციელებული EU4Business-ის ინიციატივა, DCFTA Initiative East, რომელიც აგროკვების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს უჭერს მხარს; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული EU4Business-ის DCFTA პროგრამა, რომელიც საწარმოებს DCFTA-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება; EU4Business-ის „ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დაფინანსების ფონდი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კვალიფიციური კაპიტალური საინვესტიციო პროექტების პოვნაში უწყობს ხელს.

თქვენ იმის შესაძლებლობაც გეძლევათ, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოთქვათ საკუთარი აზრი. ამ გზით თქვენ მთავრობას იმ საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარებით, რომლებიც თქვენი საწარმოს მსგავს მცირე და საშუალო ბიზნესზე ახდენს გავლენას. ეს რომ შეძლოთ, პირველ რიგში, გაეცანით იმ აქტივობებს, რომლებსაც  ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად უჭერს მხარს.

ეს მართლაც შესანიშნავი გზაა თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად! უფრო მეტიც — ჩვენ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები გვაქვს.

პროექტი, EU4Business: კომპანიების დაკავშირება, მხარს უჭერს იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებენ ექსპორტს. თქვენ აქ შეგიძლიათ, ტრენინგის, ქოუჩინგისა და ევროკავშირში არსებულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებით ისარგებლოთ.

EU4Business-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის Trade Helpdesk პროექტი დაგეხმარებათ, გამოავლინოთ ვაჭრობისას წარმოქმნილი დაბრკოლებები და უკეთ გაიაზროთ ის მარეგულირებელი და პროცედურული საკითხები, რომლებიც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას უკავშირდება. სულ მალე კი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმაც, სადაც შეძლებთ, გაეცნოთ სავაჭრო ინფორმაციას ტარიფების, არა-სატარიფო ზომების, გადასახადების, სავაჭრო სტატისტიკისა თუ სხვადასხვა პროცედურის შესახებ.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვადასხვა პროგრამა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების უკეთ ათვისების მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესებს კონსულტაციებსა და ბიზნესის განვითარების ახალ გზებსაც სთავაზობს. ეს პროგრამებია: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განხორციელებული  EU4Business-ის ინიციატივა, DCFTA Initiative East, რომელიც აგროკვების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს უჭერს მხარს; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული EU4Business-ის DCFTA პროგრამა, რომელიც საწარმოებს DCFTA-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება; EU4Business-ის „ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დაფინანსების ფონდი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კვალიფიციური კაპიტალური საინვესტიციო პროექტების პოვნაში უწყობს ხელს.

მათი რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

2019-2020 წლებში საქართველოში EU4Business ინიციატივის საშუალებით 55,181-მა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა. მათ შორის, 5,621-მა მეწარმემ ევროკავშირის მცირე და საშუალი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მიიღო სესხი, რომლის საერთო მოცულობაც €307.25 მილიონს შეადგენს. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესმა 48,642-ზე მეტი საკონსულტაციო მომსახურებით ისარგებლა. ინიციატივის მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის მაჩვენებელი კი 2020 წელს 9.4%-ით გაიზარდა და მთლიანობაში, დაახლოებით, €69.86 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მხარდაჭერის შედეგად მხოლოდ 2020 წელს 10,055 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აი, მცირე და საშუალო მეწარმეების წარმატების ისტორიებიც:

განო მელითაურმა EU4Business-ის მხარდაჭერით ისარგებლა და პანდემიის პირობებში შეიძინა ახალი საკერავი მოწყობილობა, რათა მის კომპანიას, „კომბინიზონას“ მუშაობა არ შეეწყვიტა. შედეგად, წარმოების შეფერხების ნაცვლად,  კომპანიამ  სახის ანტიბაქტერიული ნიღბებისა და დამცავი აღჭურვილობის შექმნა დაიწყო, მეტი ადამიანი დაასაქმა და დიდი ოდენობით ნიღბები უფასოდაც კი დაარიგა.

 „აგრითრეიდის“ დამფუძნებლებმა, ბაია სალუქვაძემ და ლევან ბოლქვაძემ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ისა და EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს კალიბრაციის ახალი ხაზი, ვერტიკალური ლიფტი და კონვეიერი. „აგრითრეიდს“ ამჟამად კახური თხილი ექსპორტზე პირდაპირ ჩინეთში გააქვს, რაც, თავის მხრივ, ექსპორტის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებას უწყობს ხელს.

თუ გსურთ გაეცნოთ წარმატების სხვა ისტორიებსაც, დააწკაპუნეთ აქ და მიიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში მომუშავე იმ ქართული მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის მხარდაჭერით.

 
of
 
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე