ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართულ ენაზე აამოქმედა ონლაინ რესურსი, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს იურიდიულ და ბიზნეს რეკომენდაციებს სთავაზობს. ვებსაიტის მიზანია, დაეხმაროს საწარმოებს, უკეთ გაუმკლავდნენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს.
ახალი ვებსაიტი საქართველოს მცირე და საშუალო კომპანიების მფლობელებს და მენეჯერებს ექსპერტული რეკომენდაციებით მოამარაგებს. ეს რჩევები მათ დაეხმარება, უკეთ მოაგვარონ ფინანსური საკითხები, წარმატებით ეურთიერთონ მომწოდებლებს, მომხმარებლებსა თუ თანამშრომლებს და დაძლიონ საოპერაციო და სტრატეგიული გამოწვევები. გარდა ამისა, საიტზე ხელმისაწვდომია სასარგებლო ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციას და რესტრუქტურიზაციის პროცესს გაუმარტივებს.
პლატფორმა კომპანიებს უზრუნველყოფს იურიდიული რეკომენდაციებითაც კორპორაციების, შრომითი უფლებების და გადახდისუუნარობის შესახებ არსებული კანონმდებლობის საკითხებზე. ეს ის სფეროებია, რომელთან დაკავშირებულ ნოუ-ჰაუსა და ინფორმაციაზეც მცირე ბიზნესში დიდი მოთხოვნაა.
ვებსაიტით სარგებლობა რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.