You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრისა (ITC) და განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის (CBI) პარტნიორობით განხორციელებული პროექტის ბენეფიციარებს, ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ პროდუქტის ღირებულებისა და ფასების სტრატეგიის შემუშავებაზე. სემინარი ჩაატარა საერთაშორისო სამეწარმეო მარკეტინგისა და გაყიდვების ექსპერტმა რაინდერ დეკერმა, რომელიც უკვე მრავალი წელია კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მოღვაწეობს და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს საფასო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.

ტრენინგში თხუთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის ბენეფიციარები არიან. ვორკშოპის მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელი შეუწყოს ექსპორტის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ორი დღის განმავლობაში რამდენიმე თემა იქნა განხილული, მათ შორის: COVID19-ის ზეგავლენა, ევროკავშირის ქვეყნებში, სურსათის ბაზრებისა და ფასის განვითარებაზე, საექსპორტო საქონლის განფასება და დანახარჯები, საცალო განფასების სტრატეგიის შემუშავება და კომპანიების ხარჯების ანალიზი.

“აღნიშულ ტრენინგში მონაწილე კომპანიებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ პროდუქციის ღირებულებისა და საექსპორტო ფასის სტრატეგიები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, COVID19-ის პირობებში, და რა ზეგავლენას ახდენს არსებული მდგომარეობა ბაზრებზე ფასების განვითარებაში. ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალურ კონსულტაცია, ევროკავშირის ბაზარზე არსებულ საფასო მიდგომებზე მათი პროდუქციის ჭრილში”,- აღნიშნავს კონსტანტინე მდინარაძე, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის კოორდინატორი.

პროექტი “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მისი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში აქტიურად ხდება მეწარმეების მხარდაჭერა ხარისხის კონტროლის, ზოგადი სტანდარტების განსაზღვრისა და დანერგვის კუთხით, რათა ქართული საექსპორტო პროდუქცია შეესაბამებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო მოთხოვნებს. პროექტის მთავარი ამოცანაა, ქართველმა მეწარმეებმა არსებული პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა და ახალი ბაზრების ათვისება შეძლონ.

 

უახლესი ამბები
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
am az ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
ge
30.09.2022
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2022, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე