პროექტის აღწერა
პროექტი სხვადასხვა სფეროებში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტიაციებს, კერძოდ: სტრატეგიის, საწარმოს საქმიანობის, ხარისხის მართვის, ფინანსური ანგარიშგების, ენერგოეფექტურობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ადგილობრივი კონსულტანტებისა და გლობალური ექსპერტების ქსელის მეშვეობით ის უზრუნველყოფს უახლეს პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობას, ეხმარება მცირე ბიზნესებს კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში და ზრდაში.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობას მათ მოთხოვნებზე მორგებული ყველაზე შესაბამისი საჭიროების იდენტიფიცირებაში, იქნება ეს ახალი ვებგვერდი, ხარისხის მართვის სისტემა, მარკეტინგული სტრატეგია თუ მმართველობის სტრუქტურა. შემდგომში, პროექტი მთლიანი პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას და უზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას ოპტიმალური შედეგების მიღწევის მიზნით.