პროექტის აღწერა
ამ პროგრამის მეშვეობით სესხის მიმღებ მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ საკონსულტაციო სერვისები ტექნიკური და მმართველობითი უნარების გასაუმჯობესებლად და ბაზრის შესახებ ცოდნის მისაღებად. ექსპერტებისა და ინჟინრების საერთაშორისო ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას, რათა მათ შეძლონ ახალ დანადგარებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელება ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - პროექტი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სანიტარულ ფიტოსანიტარულ, ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ასევე გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას. ეს საშუალებას აძლევს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობები და აითვისონ ბაზრები, რათა გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.