პროექტის აღწერა
პროექტის აღწერა - ქალაქის მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ინიციატივა, პარტნიორობა ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის, მხარს უჭერს მერებს და მათ გუნდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. პროგრამა უზრუნველყოფს რესურსებს, ნეთვორქინგის შესაძლებლობებს და სასწავლო პლატფორმებს ზრდის ინოვაციური გზების შესასწავლად, რაც საბოლოოდ გაზრდის ქალაქებისა და რაიონების მიმზიდველობას როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - პროექტის მთავარი მიზნებია ადგილობრივი განვითარების დიზაინისა და დაფინანსების უნარების გაუმჯობესება და სასწავლო ქსელის შექმნა M4EG მონაწილეობით. ის ასევე მიზნად ისახავს პროექტების პორტფოლიოს შექმნით და სხვადასხვა ინვესტიციების უზრუნველყოფით ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმაროს სისტემური მიდგომის განხორციელებაში .