You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

საქართველოს ღვინის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაყოფიერ ნიადაგში და სამხრეთ კავკასიის კალთებზე აღმოჩენილი ქვევრი - დიდი ზომის ამფორა სახელურების გარეშე - მიუთითებს, რომ რეგიონში ღვინის წარმოება, სულ მცირე, რვა ათასი წლის წინ დაიწყო. დღემდე ქვევრებს იყენებენ ტრადიციული ქართული ღვინის ფერმენტირებისთვის, შენახვისა და დაძველებისთვის. ქვევრის შენახვა შესაძლებელია როგორც ნიადაგში, ისე, მის ზემოთ. ქვევრი მზადდება საგულდაგულოდ შერჩეული თიხისგან, რადგან მისი მინერალური შემადგენლობა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ღვინის მინერალურ შემადგენლობაზე. ქვევრის ღვინის დაყენება უძველესი ტრადიციაა ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში.

„თუმცა, ეს ცალკე ისტორიაა,“ ამბობს ზურაბ წიკლაური, მეღვინეობა „ქართული მარანის“ დირექტორი და მიუთითებს მიწაზე დადებულ ქვევრზე, თელავის რაიონის მეღვინეობით განთქმულ სოფელში, კურდღელაურში.

„გასაოცარია ის, რომ ღვინის წარმოების ხანგრძლივი ტრადიციის მიუხედავად, ორგანული ვაზის მოყვანის მეთოდების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი.“ ეს იყო 2017 წელს, როდესაც კომპანიამ „ქართული მარანი“ შეუდგა მაღალი ხარისხის, ორგანული ვაზის მოყვანის მისიის განხორციელებას, მიწის მიმართ სიყვარულით და პატივისცემით. „ჩვენ ვაწარმოებთ 15 სახეობის ღვინოს და ხუთ ქვეყანაში გაგვაქვს ჩვენი წითელი და თეთრი ღვინოები და როზე. შესაბამისად, ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ,“ - ამბობს ზურაბ წიკლაური.

„ვაზის მოყვანა ორგანული მეთოდების გამოყენებით, აგრეთვე, ნიშნავს ღვინის წარმოებას მაქსიმალურად მდგრადი პროცესების გამოყენებით,“ ამბობს წიკლაური. „მთავარია თანიმდევრულობა და ღვინის მოყვარული მომხმარებლებისათვის დადებული პირობის შესრულება.“ ამავდროულად, ღვინის წარმოების მდგრადობა მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს.

„ბაზის ბანკმა მოგვაწოდა ინფორმაცია Green for Growth Fund-თან თანამშრომლობის შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიან დროული იყო,“ იხსენებს წიკლაური. GFF-ის „Green Advisory“ პროგრამის წყალობით, რომელიც უზრუნველყოფს ექსპერტთა კონსულტაციას ოპერაციების ოპტიმიზაციისა და გარეომოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, კომპანიამ „ქართული მარანი“ შეძლო, მოემზადებინა არქიტექტურული და სამშენებლო პროექტები და ხარჯთაღღიცხვა „მწვანე“ ღვინის მარნისთვის. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რათა ღვინის საწარმოო ობიექტები და პროცესები ყოფილიყო გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი - მაგალითად, დამონტაჟდა მზის პანელები.

მარნის მშენებლობა დასრულდა 2021 წლის ბოლოს, ხოლო ბიოდინამიური ღვინოების ექსპორტი 2022 წელს დაიწყება. „ჩვენ ვზოგავთ თანხებს და ამასთან, ჩვენ უზრუნვენვყოფთ ღვინის წარმოების ოპერაციების მდგრადობას,“ ამბობს წიკლაური. „ცალსახაა, რომ ჩვენს ორგანულ ღვინოებს უფრო მიმზიდველს და კონკურენტუნარიანს ხდის ჩვენი ოპერაციების მდგრადობა, რაც, ასევე, დადებითად აისახება ზოგადად, ქართულ ღვინოებზე!“

წარმატების ახალი ისტორიები
ge
21.02.2024
ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.
ge
12.02.2024
კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება".
ge
31.08.2023
როცა 1995 წელს თამარ ლებანიძემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინაშე იდგა. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის მისიას მხოლოდ ერთი ფრაზა შეესაბამებოდა: „ბრძოლა განვითარებისთვის“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე