21.01.2019
თბილისი, 2019 წლის 21 იანვარი – თაფლის ორი ქართველი მწარმოებლის პროდუქცია ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო მწვანე კვირეულის (International Green Week) გამოფენაზე არის წარმოდგენილი. IGW-ი კვების, აგრო პროდუქტებისა და ხილ-ბოსტნეულის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა და 18-27 იანვრის პერიოდში იმართება.
21.12.2018
2019 წლის 14-20 იანვარს კელნში, PASSAGEN-ის ინტერიერის დიზაინის კვირეულზე, ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცევა. EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით, ქართული ინტერიერის დიზაინის პროდუქტები პირველად იქნება წარდგენილი გერმანიაში შეკრებილ მსოფლიო ინდუსტრიის წარმომადგენელთა წინაშე ბრენდით „Design Georgia“.
18.12.2018
6-7 დეკემბერს ვენაში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის უმაღლესი დონის ორი ღონისძიების მსვლელობისას ევროკავშირი გამოვიდა მოწოდებით, მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.
18.12.2018
28 და 29 ნოემბერს ორდღიანი სემინარი ჩატარდა ვენაში, რომელიც წარმოადგენს STAREP, EU-REPARIS და PULSAR რეგიონალური პროგრამების ერთობლივ ღონისძიებას, რომელთა მხარდაჭერითაც გაუმჯობესდა ფინანსური ანგარიშგება კერძო და საჯარო სექტორებში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში.
06.12.2018
„საქართველოს ბანკში“ გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება კლიენტებისთვის, რომლის მიზანიც იყო EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში უზრუნველყოფილი სესხებისა და გრანტების შესაძლებლობების წარმოდგენა.