21.03.2022
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადეს, რომ საქართველოში რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ მხარდაჭერას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერების ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში.
06.12.2021
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თავის დიდი ხნის პარტნიორ ორგანიზაციას, თიბისი ბანკს სესხს გამოუყოფს. თანხის ოდენობა 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში.
06.12.2021
27 ოქტომბერს ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაიწყეს ციფრული ადაპტაციის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.
09.11.2021
ქართულმა კომპანიებმა 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს საერთაშორისო მყიდველებისგან Anuga 2021-ის გამოფენაზე, რომელიც წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტების მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას კიოლნში, გერმანიაში.
21.10.2021
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკს ქართული კომპანიების შემდგომი დაკრედიტების მიზნით 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. ამ დაფინანსების მინიმუმ 70% ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ეკოლოგიურად დაბალანსებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოხმარდება.