ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა ბალიშების განახლების კომპანიას აძლიერებენ

საქართველო
ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა ბალიშების განახლების კომპანიას აძლიერებენ

ორ წელზე მეტი ხნის წინ, საბავშვო ბაღის დირექტორმა თამარ დოლიძემ, დასავლეთ საქართველოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებიდან, მიზანი დაისახა - დაეწყო საქმე, რომელიც დააკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნას და რომელსაც ის თავად შეასრულებდა.  მოკვლევის შემდეგ თამარმა აღმოაჩინა, რომ მის რეგიონში ადგილობრივ საოჯახო სახლებსა თუ სასტუმროებში სტუმრები ხშირად გაცვეთილი ბალიშების გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას.

მისთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ დაეარსებინა ბალიშები განახლების კომპანია და სახელად კი „ღუნღულა“ დაერქმია.

მას შემდეგ არ გავჩერებულვარ“, - განმარტა დოლიძემ. "შეკვეთები მუდმივად შემოდის."

კომპანიის დაარსების შემდეგ დოლიძემ საჭირო აღჭურვილობის ძებნა დაიწყო და საბოლოოდ იპოვა კიდეც სპეციალიზებული მანქანა. მაგრამ ამ დანადგარს მაღალი ფასი ჰქონდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა.

საბედნიეროდ,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები-ქალებისთვის"  დაეხმარა მას ჩართულიყო პროექტში  "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" (CESL), რომელიც  დაფინანსებულია ევროკავშირის  და გერმანიის მთავრობის  მიერ, როგორც EU4Business ინიციატივისა და EU4ITD-ის კომპონენტი. მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტის მხარდაჭერით თამარ დოლიძემ შეიძინა ბუმბულის საპენტი მანქანა, საკერავი მანქანა და უთო.

ერთი წელიც არ არის, რაც მუშაობა დავიწყეთ და უკვე 4000-მდე ბალიში განვაახლეთ,“ თქვა მან.

CESL-ის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მოსახლეობის შემოსავლის წყაროების გაზრდას. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მიგრაციის შემცირებას დედაქალაქ თბილისში და ცდილობს უფრო მეტი ადამიანი წაახალისოს, რომ დარჩეს ან გადავიდეს საცხოვრებლად ამ რეგიონებში.

პროექტის მხარდაჭერით შეძენილი სპეციალური მანქანას დოლიძე ბალიშების გასაწმენდად იყენებს. როდესაც მომხმარებელს ძველი ბალიში მოაქვს, პერსონალი ხსნის მას და ბუმბულებს ათავსებენ მანქანაში. ეს დანადგარი, რომელიც აღჭურვილია ლაზერული მოწყობილობით, უბერავს ძლიერ ჰაერს ბალიშის გასაბერად, აშორებს ნარჩენებს და მტვერს. შემდეგ გაწმენდილი ბუმბული გადააქვთ ახლადშეკერილ ქსოვილში.

პროექტის მხარდაჭერით დოლიძემ ასევე ისწავლა ბიზნესის მართვა და განვითარება. სამომავლოდ ის გეგმავს თავისი სახლი, რომელსაც ულამაზესი ხედი აქვს, საოჯახო სასტუმროდ გარდაქმნას. შესაძლოა ბალიშების განახლების სერვისიც კი ჩართოს საოჯახო სასტუმროში, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს უშუალოდ დააკვირდნენ პროცესს.  

„შესაძლოა სტუმრებისთვის ბალიშების განახლების ვორკშოპი მოვაწყო და მართლაც უნიკალური გამოცდილება შევთავაზო, რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერსად იპოვნიან“, - ამბობს თამარ დოლიძე.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე