როგორ იწყებენ ქართველი ქალები ახალ კარიერას ტექ-სექტორში ევროკავშირის მხარდაჭერით

საქართველო
როგორ იწყებენ ქართველი ქალები ახალ კარიერას ტექ-სექტორში ევროკავშირის მხარდაჭერით

საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ტექნოლოგიების სექტორში კვალიფიციურ და მრავალფეროვან კადრებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სფეროში სულ უფრო მეტი ქალი ერთვება, ბევრს მაინც უწევს ბარიერებთან გამკლავება, რათა მიიღოს ის ცოდნა, კავშირები და შესაძლებლობები, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლადაა საჭირო.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით, დაიწყო პროგრამა „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ (ინიციატივის Smart Economic Development ფარგლებში). 

პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და საქართველოს ICT სექტორში ქალების როლის გაძლიერება — მათთვის ყველაზე მოთხოვნადი ციფრული უნარების სწავლებით, მენტორინგითა და კარიერული ზრდის ახალი გზების გაჩენით.

ახალი მომავლისკენ

ტელერეჟისორად მუშაობის 15 წლის შემდეგ, ნინო დადვანი მოულოდნელად გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულმა პროტესტმა აიძულა, ზურგი შეექცია კარიერისთვის, რომელსაც ათწლეულზე მეტი შეალია. 48 წლის ასაკში მას შრომის ბაზარზე დაბრუნება მოუხდა — ბაზარზე, რომელიც სულ უფრო მეტად იყო დამოკიდებული ციფრულ უნარებზე, მას კი ეს ცოდნა ჯერ არ ჰქონდა.

„15 წლის განმავლობაში ჩემი რეპუტაცია ჩემივე რეზიუმე იყო, ახლა კი ყველაფრის ნულიდან დაწყება მიწევდა. გულით ყოველთვის რეჟისორი ვიყავი, თუმცა შევამჩნიე, რომ თანამედროვე სამყაროში ვიზუალური ამბის თხრობას მხოლოდ კამერის ობიექტივი აღარ ჰყოფნის“, განმარტავს ნინო.

ნინოსთვის ახალ სფეროში შესვლა ნიშნავდა კონკურენციას ახალგაზრდა პროფესიონალებთან, რომლებიც ციფრულ სამყაროში თავს კომფორტულად გრძნობდნენ. გარდამტეხი მომენტი BTU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამა აღმოჩნდა. ამ კურსმა მას ის ტექნიკური უნარები მისცა, რაც საკუთარი შემოქმედებითი იდეების ახალ პლატფორმებზე გასაცოცხლებლად სჭირდებოდა.

ამ ფასდაუდებელმა გამოცდილებამ მომცა შანსი ვიმუშაო ფრილანსერად და დამანახა, რომ კონკურენტუნარიანი ციფრული უნარების ათვისებას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შენი რეალობის შეცვლა“.

ჩემი ცხოვრების საკმაოდ მძიმე პერიოდში, ეს ორსაათიანი გაკვეთილები დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იყო“, იხსენებს ის.

დღეს ნინო დადვანი თავის ახალ ცოდნას „სტუდიო მელანოში“ იყენებს. ეს არის კრეატიული ჰაბი, რომელიც მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა. პარალელურად, იგი ქმნის ვერტიკალური ვიდეოების სერიას სახელწოდებით „პატარა ყვავილები“. სწორედ ამ პროექტმა უბიძგა კურსზე დარეგისტრირებისკენ. 

გარდა ამისა, ნინო ჩართულია ვორქშოფებზე დაფუძნებული სკოლის, „ქაღალდის ჩიტის“ საქმიანობაში, სადაც კოლეგებთან ერთად ბავშვებს ჟურნალისტიკისა და კინოწარმოების პროფესიების აღმოჩენაში ეხმარება.

ცოდნის ახალ შესაძლებლობებად ქცევა

ბევრი მონაწილისთვის პროგრამა „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიებში“ იმ სფეროში შესასვლელ გზად იქცა, სადაც კონკურენცია დღითიდღე იზრდება, ხოლო დამწყებ პოზიციაზე დასაქმება ხშირად მიუღწეველ მიზნად გვეჩვენება.

გურანდა ლემონჯავა პროგრამაში ტექნიკური ცოდნის გასაღრმავებლად და ტექ-სექტორში გრძელვადიანი განვითარებისთვის დარეგისტრირდა. თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ პროგრამირების სწავლა დიდ შეუპოვრობას, მოთმინებასა და იმ თავდაჯერებულობას მოითხოვდა, რაც ასეთ კონკურენტულ გარემოში  დაეხმარებოდა.

მისი თქმით, ამ გამოცდილებას განსაკუთრებული ელფერი პროგრამის პრაქტიკულმა მიდგომამ შესძინა. მხოლოდ თეორიის ნაცვლად, მონაწილეები რეალურ დავალებებზე მუშაობდნენ, ხოლო ფინალურ პროექტად სრულად ფუნქციური ვებ-აპლიკაცია შექმნეს. 

გურანდასთვის ამ შრომამ გაამართლა — კურსის მიმდინარეობისას მან Front-End დეველოპერის პოზიცია დაიკავა EPAM-ში, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

 

კურსის დასრულების შემდეგ იგი BTU-ში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად უკვე მენტორის ამპლუაში სტუდენტების მომდევნო ნაკადისთვის. იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებიც პროგრამირებაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, მისთვის ერთდროულად პასუხისმგებლობაც გახდა და მოტივაციაც.

მენტორის მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს წინსვლაში“, იხსენებს ის. ძალიან მადლობელი ვარ იმ ფასდაუდებელი გამოცდილებისთვის, რაც EU4Business-მა და BTU- მოგვცეს“.

პროექტის საერთო გავლენა ბევრად სცდება გურანდასა და ნინოს პირად ისტორიებს. ევროკავშირის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია Women Go Tech-ის ჩართულობით, ინიციატივამ მონაწილეთა ფართო ქსელი მოიცვა — ჯამში, 320 მენტორის ხელმძღვანელობით, 1100 ქალი გადამზადდა.

ხუთთვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი აერთიანებდა პრაქტიკულ, ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებსა და უშუალო მენტორინგს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში პარტნიორობა დამყარდა საჯარო და კერძო სექტორებთან, რაც მონაწილეებისთვის არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას, არამედ დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ნიშნავდა.

2025 წლის დასაწყისში, პროექტის პირველ იუბილეზე, BTU-ს რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ აღნიშნა: ეს ინიციატივა მხოლოდ ციფრული უნარების სწავლებას არ ეხებაის ცვლის ცხოვრებას, ამსხვრევს ბარიერებსა და უბრუნებს თავდაჯერებულობას ქალებს საქართველოს მზარდ ტექ-სექტორში. ამ ხედვის რეალობად ქცევაში ევროკავშირის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.“

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე