EU4Business ქართულ კომპანიას ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში ეხმარება

საქართველო
EU4Business ქართულ კომპანიას ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში ეხმარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ევროკავშირის დაფინანსებით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, დახმარება გაუწია კომპანიას ASP-GEORGIA მსუბუქი და სატვირთო მანქანების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების იმპორტიორს და საცალო მოვაჭრეს, ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში ISO 9001:2008 სტანდარტების შესაბამისად.

EBRD-მ დახმარება გაუწია შპს ASP-GEORGIA-ს, მსუბუქი და სატვირთო მანქანების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების იმპორტიორს და საცალო მოვაჭრეს, ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დანერგვასა და მისი შიდა ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაციაში. ამის შედეგად, ASP-GEORGIA-მ გაზარდა თავისი წლიური ბრუნვა 71% -ით და თანამშრომლების რაოდენობა 90%-ით, რაც ხელს შეუწყობს კომპანიას გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი სივრცის კონტექსტში.

2001 წელს ორი ქართველის, სიმონ ქუმელაშვილისა და დავით კეჟერაშვილის მიერ დაარსებულმა კომპანიამ ASP-GEORGIA 2004 წელს ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო მუშაობა. კომპანია ახორციელებს ავტომობილების იმპორტს და გახდა კომერციული ტრანსპორტის (სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სპორტული მანქანების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) წამყვანი ჩინელი მწარმოებლის Beiqi Foton Motor Co.-ს ოფიციალური დილერი. კომპანია ასევე არის სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების საცალო მოვაჭრე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის დიაგნოსტიკის და კვალიფიციური რემონტის მომსახურებას თბილისში განლაგებულ 10 გაყიდვის პუნქტში.

ვინაიდან ASP-GEORGIA სწრაფად ვითარდებოდა, კომპანიის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად მოგვარების პრობლემების წინაშე, რაც გავლენას ახდენდა კომპანიის განვითარებაზე.

EBRD-მა დააკავშირა ASP-GEORGIA ადგილობრივ კონსულტანტთან, შპს "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან", რომელიც დაეხმარა კომპანიას ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დანერგვაში ISO 9001:2008 სტანდარტების შესაბამისად.

კერძოდ, კონსულტანტმა:

  • განახორციელა QMS და GAP ანალიზი;
  • დანერგა QMS და მოამზადა კომპანიის თანამშრომლები QMS-ში, ISO სტანდარტებში და შიდა აუდიტის უნარებში;
  • შეიმუშავა ხარისხის პოლიტიკის სახელმძღვანელო ISO 9001 მოთხოვნების შესაბამისად;
  • შეიმუშავა ხარისხის პროცედურული სახელმძღვანელო; და
  • ჩაატარა შიდა აუდიტი და მოამზადა ანგარიში.

პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ASP-GEORGIA- ს ჰქონდა 12 ხარისხის პროცედურული დოკუმენტი და 53 ხარისხის სახელმძღვანელო ფორმა, რომელიც გამოიყენება როგორც ავტომობილების, ასევე სათადარიგო ნაწილების გაყიდვებითვის და საავტომობილო სერვისის გაწევისთვის. სრულად დანერგილი QMS სისტემით კომპანიამ მიაღწია ძირითად მიზანს, მიღებულ იქნა ISO 9001:2008 სერტიფიკატი. კომპანიამ ASP-GEORGIA მას შემდეგ შეიტანა განაცხადი და მოიგო რვა ტენდერი, გახსნა სათადარიგო ნაწილების გაყიდვების ორი ახალი წერტილი და შექმნა ახალი მობილური ავტომობილების სარემონტო სერვისი.

დღეისაჱვის, კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს დედაქალაქის გარეთ ბიზნესის გაფართოებას და გეგმავს თბილისში ახალი შოურუმის გახსნას ახლახანს შეძენილ მიწის ნაკვეთზე. ასევე ASP-GEORGIA-მ ცოტა ხნის წინ სამეგრელოში, ფოთში თავისი ახალი ფილიალის გახსნა აღნიშნა.

დავით კეჟერაშვილი, მფლობელი, ამბობს: "QMS იყო ნამდვილი გამოწვევა ASP-GEORGIA-სათვის. თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ამ გამოწვევისთვის და მივიღეთ ის. EBRD-ის ტექნიკური დახმარების წყალობით, ჩვენ ახლა სერტიფიცირებულები ვართ. ეს ASP-GEORGIA-ს დიდი პოტენციალის განვითარების და წარმატების მხოლოდ დასაწყისია!"

პროექტის საერთო ღირებულება

€9 994

კლიენტის წვლილი

€6 996

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე