ბედნიერი ძროხა, ბედნიერი ფერმერები

საქართველო
ბედნიერი ძროხა, ბედნიერი ფერმერები

ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დაფინანსებით, EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი  დაეხმარა ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში.  შედეგად, კომპანიამ გააუმჯობესა სურსათის უვნებლობის სტანდატი და გაზარდა კონკურენტუნარიანობა როგორც შიდა, ასევე, საექსპორტო ბაზრებზე.

ნუტრიმაქსი ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. 2016 წელს, კომპანიამ გახსნა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც ამარაგებს მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას აქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ საკვების ხარისხი და  ასევე, კონსულტაციითა და მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეიმუშავონ კვების რაციონი. 

„მომხმარებელთათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. კვება უმნიშვნელოვანესია, ის ხელს უწყობს ზრდას, ჯანმრთელობას და მდგრადი სოფლის მეურნეობის საფუძველია“, ამბობს სალომე ლებანიძე, ნუტრიმაქსის ხარისხის მენეჯერი, „გვიხარია, რომ გვყავს ერთგული კლიენტები და პარტნიორები ევროპიდან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს და გვსურს გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება მომავალშიც.”

ადგილობრივ ბაზარზე პოზიციებისადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაში ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლისათვის, კომპანიამ გადაწყვიტა დაენერგა ISO 22000:2005.

ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონსულტანტი კომპანიას დაეხმარა:

• ხარისხის კონტროლისათვის, შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვაში;

• ხარისხის მართვის გაუმჯობესებაში

• სურსათის უვნებლობის საკითხებში, თანამშრომლების გადამზადებასა და ცნობიერების გაზრდაში

• სერტიფიცირებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში.

შედეგად, კომპანიამ მიიღო ISO 22000:2005 და მათი წარმატების გზა გრძელდება. ნუტრიმაქსს უკვე გააქვს პროდუქცია სომხეთში, და მალე აზერბაიჯანშიც გაიტანს. გაიზარდა კომპანიას ბრუნვა და შრომის ნაყოფიერება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე