ერთი მთელის შექმნა

საქართველო
ერთი მთელის შექმნა

„არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც გავაცნობიერე, რომ მეტი ადამიანის დაქირავება მჭირდება. და სწორედ EFSE-ის დახმარებით შევძელი ეს“.

რაც თავი ახსოვს, მანანა ჩქარეულს ყოველთვის უყვარდა კერვა. მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – ვისაც დასჭირდებოდა რაიმეს გაკერვა, საკერებლის დაკერება, დაგვირისტება ან სხვა – ყოველთვის მანანასთან მიდიოდნენ, რომელსაც ხელში მუდამ ნემსი და ძაფი ეჭირა.

„ვერც კი აღგიწერთ, როგორი შეგრძნებაა. უბრალოდ ძალიან მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, როგორ იქმნება ეს ყველაფერი ჩემს ხელში და შემდეგ ჩემი შრომის შედეგს ვხედავ. ვფიქრობ: „მე გავაკეთე ეს და ეს რეალური ნივთი ვიღაცას გაახარებს““, – ამბობს მანანა. „განსაკუთრებით, როცა რთულ შეკეთებას ან გადაკეთებას მთხოვენ და მეუბნებიან, რომ სასწაულს არ ელოდებიან“.

მისი მოელვარე თვალებიდან ჩანს, რომ ზუსტად ეს ხდება რეგულარულად. „ჩემი კლიენტებისთვის ეს პატარა სასწაულია, ჩემთვის კი ჩემი საყვარელი საქმის კეთებაა“. 

2013 წელს მანანამ არჩევანი გააკეთა: იმ დროისთვის ის უკვე რამდენიმე წელი მუშაობდა მკერავად თავისუფალ დროს და პატარ-პატარა სამუშაოებს ასრულებდა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ამბავი, რომ მანანამ თავის საყვარელ საქმეს მთელი სამუშაო დღეები დაუთმო და საკუთარი ჰობი სრულფასოვან სამუშაოდ აქცია, შეკვეთების რაოდენობამაც იმატა. „მანჩოს“ (ასე ჰქვია მანანას კომპანიას) მუშაობის დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მანანა მიხვდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება სწორი იყო. მას ასევე ესმოდა, რომ პერსონალის გაზრდა, მეტი საკერავი მანქანის შეძენა და უფრო დიდი ფართი სჭირდებოდა.

როდესაც მანანამ მიმართა „საქართველოს ბანკს“, რომელიც 2010 წლიდან ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) დაკრედიტების პარტნიორია, იქ არა მარტო სესხი მიიღო. 2014 წელი მანანამ არა მხოლოდ მოწყობილობებისა და მეორე ფართის დასაქირავებლად საჭირო დაფინანსებით დაიწყო, არამედ სპეციალური მრჩეველიც შეიძინა, რომელიც მას კონსულტირებასა და მხარდაჭერას უწევდა. 

2016 წლისთვის მანანა და მისი გუნდი ასევე ცნობილ ქართულ ბრენდებთან მუშაობდნენ. ბიზნესის მართვა ორი გადატვირთული საამქროდან უფრო და უფრო რთული ხდებოდა და დამატებითი პერსონალის დაქირავების გარდა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვა გამოსავალი არ იყო. მეორე სესხით მანანამ შეძლო დიდი ღია ფართის აღება ახალ შენობაში, პერსონალის გაზრდა და საკერავ მანქანებში თანხის ინვესტირება. ამჟამად „მანჩო“ საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბების ეტაპზეა.

„საკუთარი ბიზნესის ერთ-ერთი სასიამოვნო მხარე სწორედ ის არის, რომ ზოგჯერ უკან იყურები და გიკვირს, რა შორს წახვედი. და რა შეიძლება მოგიტანოს მომავალმა. საქართველოს ბანკთან“ ერთად, რომელიც ჩემ გვერდითაა, მომავალს თავდაჯერებული ვუყურებ“.

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის

ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის მიზანია ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის და მის მეზობელ რეგიონებში დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, უმთავრესად, მიკრო და მცირე საწარმოებისა და კერძო საოჯახო მეურნეობების მდგრადი განვითარებისთვის, ისეთი კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“.

EFSE შეიქმნა KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში ფონდი იღებს ევროკავშირის მხარდაჭერას EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

 

Find out more

EFSE – Stitching it all together  

EFSE website

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე