EU4Business-მა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მიერ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაწეულ მხარდაჭერას. საქართველოს შესახებ ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ პროგრამის სამი პირორიტეტული მიმართულებით გაწეული დახმარების შესახებ: ფინანსებზე წვდომა, ბიზნესის განვითარების სერვისები და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო.
2019 წელს, ევროკავშირმა დახარჯა €75.89 მილიონი საქართველოში 36,234 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდასაჭერად, რომელთა ერთ-მესამედსაც ქალები ფლობენ. შედეგად, შეიქმნა 31,443 ახალი სამუშაო ადგილი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა მცირე და საშუალო საწარმოებმა საქართველოში შეძლეს, გამოემუშავებინათ €414.8 მილიონი დამატებითი შემოსავალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
2020 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნდა ანგარიშები