30 ქართული SME ემზადება ევროკავშირის ბაზრისათვის აღმოსავლეთში ინვესტირება 2-თან ერთად

საქართველო
30 ქართული SME ემზადება ევროკავშირის ბაზრისათვის აღმოსავლეთში ინვესტირება 2-თან ერთად

სასოფლო-სამეურნეო საკვებისა და სასმელების მრეწველობის SME-მა ისწავლა, როგორც მოამზადოს პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ ტრენინგის კურსებზე, რომლებიც მომზადებული იყო საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ისმხარდაჭერით.

SME-ის აკადემიის ტრენინგის კურსი 2016 წ. აპრილში ჩაუტარდა სოფლის მეურნეობის საკვების, მის გადამამუშავებელ, ალკოჰოლური და მსუბუქი სასმელების დარგებში და აღნიშნულთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, მაგალითად, ტურიზმის დარგში მომუშავე SME-ის წარმომადგენლებს.

კურსის მიზანი იყო, ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და კომპანიებისთვის ცოდნისა და საშუალებების გაზიარება — ევროკავშირის ქვეყნებში მათ პარტნიორებთან ვაჭრობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოსაძიებლად.

მიღწეულ იქნა შესამჩნევი შედეგები. აკადემიაში შესწავლილი ტექნიკის ხარჯზე ღვინის და სპირტის ერთმა ქართულმა მწარმოებელმა, შპს „სარაჯიშვილმა“ შეძლო 25 000 ლიტრი სასმელის მიყიდვა გერმანული და სლოვაკური კომპანიებისათვის.

მეორემ — კოოპერატივმა ალვანიდან მიყიდა ბრენდირებული ტკბილეული საფირმო მაღაზიებს ნიდერლანდებში; მას შემდეგ, არაერთმა ქართველმა მეღვინემ გააფორმა კონტრაქტები ღვინის კონკრეტული რაოდენობის ყოველწლიურ მიწოდებაზე იგივე ნიდერლანდებში, გერმანიასა და სლოვაკეთში.

გარდა ამისა, ავსტრიულმა ტურისტულმა კომპანიამ „თრეველშოფი“, რომელსაც დაუკავშირდნენ მონაწილეები, ტურისტთა ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოში, რომელიც რამდენიმე რეგიონს ესტუმრა.

SME-ის აკადემიის მიზანი იყო ხელი შეეწყო SME-სთვის, მიეღოთ მაქსიმუმი თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებიდან (DCFTA), რომელიც დაიდო საქართველოს და ევროპის კავშირს შორის 2014 წ. 1 ივლისს.

ევროკავშირელმა ექსპერტებმა ლატვიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან და ავსტრიიდან წაიკითხეს აკადემიაში ინტერაქტიული კურსი DCFTA-ის ტექნიკური სტანდარტების, ექსპორტისათვის მზაობის, მარკეტინგისა და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის შესახებ.

გაიგეთ მეტი

აღმოსავლეთში ინვესრირება 2 წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Business-ის ჩარჩოებში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 2014 წ. სექტემბერში დაიწყო.

აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (BSO) და SME EaP-ის ექვსი ქვეყნიდან. მისი ძირითადი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს და გაამარტივოს ინვესტირება და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ასევე, თვით EaP-ის ქვეყნებს შორის
  • ჩამოაყალიბოს „აღმოსავლეთის ალიანსი“, რომელშიც მობილიზებული იქნება ბიზნეს-ორგანიზაციები მდგრადი პარტნიორობის ორივე მხრიდან, ასევე, დიალოგი როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებთან
  • განახორციელოს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც იძლევა მყისიერ შედეგებს რეგიონის SME-სთვის.

ევროკავშირის წვლილი

6,5 მილიონი ევრო სომხეთის, საქართველოს და ბელარუსისათვის

ხანგრძლივობა

2016-2019 წწ.

განმახორციელებელი პარტნიორები

ევროპის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაცია (EUROCHAMBRES)
მისამართი: Avenue des Arts, 19 A/D, B1000 Brussels, Belgium
ტელეფონი: +32 (2) 282 08 50
ფაქსი: +32 (2) 280 01 91
ელფოსტა: eurochambres@eurochambres.eu

ევროპის ხელოსნების, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია (UEAPME)
მისამართი: Rue Jacques de Lalaing, 4, 1040 Brussels, Belgium
ტელეფონი: +32 (2) 2307599
ფაქსი: +32 (2) 2307861
ელფოსტა: info@ueapme.com

საკონტაქტო პირები

  • კრისტიან გესლი — მთავარი ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში: c.gessl@uepame.com
  • ირინა ტიხონოვა — ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტი, აღმოსავლეთში ინვესტიცია 2: tikhonova@eurochambres.eu
  • სტანისლავ დასკალოვი — აღმოსავლეთში ინვესტიცია 2, ჯგუფის ხელმძღვანელი daskalov@eurochambres.eu
  • ვასილ კირლიგი — ადგილზე მენეჯერი: cirlig@eurochambres.eu
  • დორის რაბეტჯი — SME-ის მთავარი ექსპერტი: d.rabetge@ueapme.com

ადგილობრივი პარტნიორები

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო
ზანდუკელის ქუჩა 3
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ.: (+995) 32 2 2421 14/15/16
ელ-ფოსტა: info@eugbc.net

საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა
ბერძნის ქ. 29
თბილისი, 0112, საქართველო
ცხელი ხაზი: (+995) 32 2 6947 47
ელფოსტა: info@gcci.ge

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
შარტავას ქ. 40, თბილისი, საქართველო
ბოხუას ქ. 4 თბილისი, საქართველო
ბიზნეს-ცენტრი „მიონი“
ტელ./ფაქსი: (+995) 32 2 14 73 73
მობილური: (+995) 599 39 05 19
ელფოსტა: employer@employer.ge

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე