წარმატების რწმენა თავდაჯერებულობის შედეგია: როგორ დაეხმარა EU4Business-ი იოსებს თავისი ბიზნესის გაფართოებაში

საქართველო
წარმატების რწმენა თავდაჯერებულობის შედეგია: როგორ დაეხმარა EU4Business-ი იოსებს თავისი ბიზნესის გაფართოებაში

,,კრედიტზე წვდომის უნარი -ეს პირველია, რაც თქვენ უნდა მოიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში მე ამას ასე ვხედავ. თუ გსურთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს, უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე, თქვენი ხალხი და გაუფრთხილდერეპუტაცია“, - ამბობს იოსებ წოწოლაშვილი, რომელმაც საკუთარი ბიზნესის გაფართოება ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და EU4Business-ის დახმარებით მოახერხა.

,,უბრალოდ მეღიმება, როდესაც ადამიანები მეკითხებიან, როგორ ვირჩენ თავს. უნდა ნახოთ, როგორ უფართოვდებათ თვალები, როდესაც ვიწყებ იმის მოყოლას, როგორ ვამსხვრევ ქვებს და ვხვეტავ ქვიშას“, - სიცილით ამბობს წოწოლაშვილი.

იოსები პატიოსნად ახორციელებს ბიზნესს: თითქმის თხუთმეტი წელია ის ეწევა საშენი მასალების გადამუშავებას და საკმაოდ წარმატებულად. მისი საწარმო განლაგებულია მის საკუთრებაში მყოფ 70 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რუსთავის მახლობლად. სამ თანამშრომელთან ერთად ახარისხებს და ამსხვრევს მთელი თბილისის სამშენებლო ობიექტებიდან მოტანილ საშენ მასალებს.

კარგია ბიზნესისთვის

,,ჩვენ ქვითა და ქვიშით ვამარაგებთ სამშენებლო ობიექტებს ჩვენ ტერიტორიაზე. ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან ისევ უმჯობესდება რამდენიმე რთული წლის შემდეგ და ეს კარგია ბიზნესისთვის,“ - დასძენს იოსები.

წლების განმავლობაში იოსების სტრატეგია იყო ხარჯების შეზღუდვა, სადაც კი შესაძლებელია, ინვესტირების თავიდან აცილება და თავისი აღჭურვილობის მაქსიმალური გამოყენება. გარკვეული დროის მანძილზე ეს ეფექტური ჩანდა, თუმცა ის მალე მიხვდა, რომ რემონტის უზარმაზარი ხარჯები სულ უფრო და უფრო უარყოფითად აისახებოდა მის ისედაც დაბალ რენტაბელობაზე. დანადგარის მოცდენების გამო უხდებოდა უარის თქმა კონტრაქტებზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ხელფასებზე, რომლებიც უნდა გადაეხადა.

,,გარკვეული დრო დამჭირდა, რომ დამენახა ახალ აღჭურვილობაში ინვესტიციის ჩადების მნიშვნელობა და სწორედ ბანკ რესპუბლიკაში უზრუნველყოფილი სესხის აღება იყო ის, რაც სჭირდებოდა ჩემს ბიზნესს.” 2014 წელს იოსებმა აიღო სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით ბანკ რესპუბლიკიდან EFSE-სა და EU4Business-ის მხარდაჭერით; ის მოხმარდა ქვასამსხვრევის შეკეთებას, რამაც ნაკლებ დროში უფრო დიდი მოცულობების გადამუშავების საშუალება მისცა.

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის

EU4Business ინიციატივის ნაწილი, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას დამატებითი ფინანსების მდგრადი უზრუნველყოფის გზით, კერძოდ, მიკრო და მცირე საწარმოებისა (MSEs) და საოჯახო მეურნეობებისთვის კვალიფიციური ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა ბანკი რესპუბლიკა საქართველოში.

EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში EFSE-მ მცირე საწარმოებზე, იოსების საწარმოს მსგავსებზე საქართველოში, გასცა თითქმის 44 000 ქვესესხი, საშუალოდ დაახლოებით 12 000 ევროს ოდენობით.

შეიტყვეთ მეტი

 

EFSE – წარმატების რწმენა თავდაჯერებულობიდან

EFSE-ის ვებგვერდი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე