You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ეს ისტორია წლების წინ, ერთი ჭიქა ღვინის გასინჯვით, სოფელ ატენის ოჯახურ მარანში დაიწყო. ულამაზესმა ბუნებამ, მაღალი ხარისხის ღვინომ და განსაკუთრებულმა სტუმართმოყვარეობამ დაარწმუნა დიანა ბოლოთაშვილი და მისი მეუღლე ნიკა ვაჩეიშვილი, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ: მან ატენში დარჩენა გადაწყვიტეს. 

ასე გაჩნდა სოფელ ატენში „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“. 2018 წელს კი უკვე EU4Business-ის მხარდაჭერით ოჯახმა 13-ოთახიანი სასტუმრო სულ რაღაც სამ თვეში გახსნა. 

ახდენილი ოცნება

სოფელი ატენი ბუნების სილამაზითა და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. ვულკანური კლდეები და გაშლილი მინდვრები ატენის ხეობის ტყეებსა და ვენახებს ერწყმის, რაც ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მრავალფეროვნებას ქმნის. საუკუნეების მანძილზე ხეობაში გაჩნდა მრავალი ისტორიული არტეფაქტი, როგორიცაა ატენის მონასტრის არქიტექტურა და კედლის მხატვრობა, ქართული და სხვა ლაპიდარული წარწერები და ციხე-სიმაგრეების მთელი კომპლექსი. ამ ადგილის ისტორიული ღირებულებისა და პოტენციალის გამო დიანა ბოლოთაშვილმა და მისმა მეუღლემ სოფელში არა მხოლოდ ბიზნესი დაიწყეს, არამედ საოცნებო სახლიც ააშენეს.

თავიდან „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“ სულ 6 ოთახისგან შედგებოდა, რომლებიც მარნის თავზე იყო განლაგებული. თუმცა სასტუმრომ დამსვენებლები მალევე მოხიბლა და ისინიც უკან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდნენ. ვაჩეიშვილების ბიზნესისთვის გადამწყვეტი ეტაპი დადგა: სასტუმროს აღარ შეეძლო იმ რაოდენობის სტუმრების მიღება, როგორი გაყიდვებიც ჰქონდა. 2018 წელს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ რისკის, გაფართოებისა და წინსვლის დრო მოვიდა. საბედნიეროდ, EU4Business-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დახმარებით მათ საჭიროებებზე მორგებული სესხის აღება შეძლეს.  

„ევროკავშირი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა“, - განმარტავს დიანა ბოლოთაშვილი. ”ძალიან მოკლე დროში გვქონდა თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სასტუმრო, რომელიც ბევრი სტუმრის მისაღებად უკვე მზად იყო.“

მომდევნო წელს სასტუმრომ უმასპინძლა 3 000-ზე მეტ სტუმარს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან. განსაკუთრებული სერვისისა და დაუვიწყარი გამოცდილების გამო სტუმრებმა სასტუმროს Booking.com-ზე 9.7 ქულა მიანიჭეს. შემდეგ პანდემია დაიწყო და ოჯახი იძულებული გახდა გაეკეთებინა ის, რასაც მსოფლიოს გარშემო ბიზნესის მფლობელები აკეთებდნენ: მათ სასტუმრო დაკეტეს.

„პანდემიამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩვენზე“, - ამბობს ბოლოთაშვილი. „ერთ წელზე მეტ ხანს გაჩერებულები ვიყავით. 2021 წელს შევძელით სტუმრების მიღება და ასე დაიწყო სასტუმრომ ახალი ცხოვრება.”

პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების შესამსუბუქებლად ოჯახმა თხის ყველის, მურაბების, კომპოტებისა და თაფლის დამზადება დაიწყო. ამ ყველაფერს კი „მეფეთა ღვინოსთან“ ერთად ყიდდნენ.  

„მეფეთა ღვინო“

სასტუმროს მიზანია ატენის რეგიონის მრავალსაუკუნოვანი სასოფლო-სამეურნეო და კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. მათ შორის ამ რეგიონის ღვინის წარმოება. ოჯახი ატენისა და სკრას ხეობების მეღვინეობის ტრადიციულ ცენტრთან თანამშრომლობს და მაღალი ხარისხის ყურძნის მცირე კულტურებიდან რამდენიმე სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს.

ღვინის წარმოება ოჯახის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. „ატენური ღვინო“ ცნობილი ადგილობრივი ტერუარის სახელია. ასევე ამზადებენ ადგილობრივ ტრადიციულ ღვინოს. ატენის პატარა ვენახებში შეხვდებით მაღალი ხარისხის და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ ჯიშებს. მთლიანობაში, ვაჩეიშვილის მარანი ყოველწლიურად 4000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს ამზადებს და ის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიანა ბოლოთაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი ღვინოს განსაკუთრებულ რეკლამას არ უკეთებს. თავიდან ტურისტების მცირე ჯგუფებს ღვინის გასასინჯად უმასპინძლეს. სტუმრებს ის იმდენად მოეწონათ, რომ აქაურმა ღვინომ სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა. 

„ხშირად ვხუმრობთ, რომ ჩვენი ღვინო კი არ მიფრინავს უცხოეთში, არამედ უცხოელები ჩამოდიან მის გასასინჯად,“ ამბობს დიანა ბოლოთაშვილი. 

ატენურ ღვინოს „მეფეთა ღვინოს“ უწოდებენ. მართლაც, ოდესღაც აქ გაშენებული იყო სამეფო ბორცვები და ვენახები, რთული სარწყავი ტერასები, სარდაფები და სხვა. „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“ ღვინის წარმოებას და სტუმრების მიღებას განაგრძობს. წყვილი ერთ-ერთია იმ ბევრ ოჯახს შორის, რომლებმაც EU4Business-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დახმარება მიიღეს. 

„როცა გიყვარს შენი საქმე და ყველაფერს შესაბამისად გეგმავ, შეუძლებელი არაფერია,“ ამბობს დიანა ბოლოთაშვილი. 

„ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“ თიბისის 2021 წლის ბიზნეს დაჯილდოების ფინალშიც მოხვდა, რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ოჯახმა ატენში სამუშაო ადგილები შექმნა, საქართველოს ბუნება, ისტორია და ტრადიციები ათასობით სტუმარს გააცნო და მათ ატენური ღვინო შეაყვარა. 

ვაჩეიშვილების ოჯახისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ დიდი გეგმები აქვთ არა მხოლოდ სასტუმროსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სტუმრებს უკვე სთავაზობენ სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებს, რომლებიც მათ ძალიან მოსწონთ. ახლა ველოსიპედისა და ცხენოსნობის მარშრუტების დამატებას გეგმავენ, რადგან ტერიტორიას უფრო მრავალფეროვანი აქტივობების განსავითარებლად დიდი პოტენციალი აქვს. მათ ასევე სურთ დაასრულონ ხელოვნების სივრცის მშენებლობა, რომელშიც ისეთი ღონისძიებები გაიმართება, როგორიცაა გამოფენები, ფესტივალები, მწერალთა მარათონები და ა.შ. ასეთი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატენისთვის, სადაც მრავალი ისტორიული და კულტურული არტეფაქტია, რომლებიც მოვლას საჭიროებს. 

EU4Business და EIB ჯგუფი ადგილობრივ ბანკებთან ერთად მუშაობენ, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობები შექმნან. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. მან ინვესტიცია ჩადო 23-ზე მეტ პროექტში, ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორისა და კლიმატის საკითხების მიმართულებით. EU4Business-ის ქოლგის ქვეშ, EIB გთავაზობთ საკრედიტო ხაზებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსების მეტი შესაძლებლობებისთვის. ფინანსური პარტნიორები სარგებლობენ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შეთავაზებული დაფინანსების ხელსაყრელი პირობებით. ბანკი ასევე გასცემს პირდაპირ საინვესტიციო სესხებს ქართულ ბიზნეს კომპანიებზე, შრომის ბაზრის გასაძლიერებლად და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
21.02.2024
ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.
ge
12.02.2024
კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება".
ge
31.08.2023
როცა 1995 წელს თამარ ლებანიძემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინაშე იდგა. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის მისიას მხოლოდ ერთი ფრაზა შეესაბამებოდა: „ბრძოლა განვითარებისთვის“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე