ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანია ევროკავშირის დახმარებით წარმოებას ზრდის

საქართველო
ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანია ევროკავშირის დახმარებით წარმოებას ზრდის

კახეთის რეგიონის სოფელი ვაჩნაძიანი ცნობილია იმით, რომ აქ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვინის მარანი მდებარეობს. ადგილობრივებმა მისი მშებელობა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში დაიწყეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს სამუშაოები შეჩერდა. მარანი ხელახლა 1953 წელს გაიხსნა და ადგილობრივმა ფერმერებმა დიდი რაოდენობით ყურძნის ჩაბარება დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც წამყვანმა ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარება“-მ შენობა შეისყიდა, განაახლა და იტალიური ტექნიკით აღჭურვა, თითქმის 70 წლის შემდეგ, მარანი ახლიდან იწყებს მუშაობას.

 „მეღვინეობა ხარება“ ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს და ემსახურება უნიკალური ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებას. ასევე აქტიურად ზრუნავს კლასიკური მეღვინეობის მეთოდების გაძლიერებაზე. კომპანია ქვეყნის თითქმის ყველა მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში ფლობს 1500 ჰექტარ ვენახს.

მეღვინეობა ხარება ხელს უწყობს ქართული იშვიათი ჯიშების შენარჩუნებასა და განვითარებას. განსაკუთრებით უნდა აღნინიშნოს დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იშვიათი ქართული ჯიშები როგორიცაა კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე. მთლიანობაში კომპანია აწარმოებს 50-ზე მეტ დასახელების პროდუქტს ყურძნის 30 ჯიშისგან, მათ შორის, წყნარ და ცქრიალა ღვინოებს, ღვინის ბრენდს, ჭაჭასა და ყურძნის წიპწის ზეთს.

„მეღვინეობა ხარებას“ ფლობს მარნებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით. კომპანია მაღალი ხარისხის ღვინოებს დაძველების სხვადასხვა მეთოდით აწარმოებს, მათ შორის ქვევრისა და მუხის კასრების გამოყენებით. „ჩვენს მარნებში ერთმანეთს ერწყმის მეღვინეობის რვა ათასი წლის გამოცდილება და 21- საუკუნის ინოვაციური მიღწევები“, - აცხადებენ კომპანიაში.

ასევე, ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი - გვირაბი. გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, იგი 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის საცავს წარმოადგენს. აღნიშნული კონსტრუქციის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია.

დავუბრუნდეთ ვაჩნაძიანის ღვინის მარანს, რომლის დიდი პოტენციალის მიუხედავად, მისი შეძენის შემდეგ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. მარანში შესაძლებელი იყო ყურძნის მხოლოდ პირველადი დამუშავება.

ეს ნიშნავდა იმას, რომ როდესაც ყურძენისაგან მიღებული ტკბილი ან დურდო ალკოჰოლურ დუღილს დაასრულებდა, კომპანიას ღვინომასალები თერჯოლის მარანში უნდა წაეღო, სადაც დასრულდებოდა მისი დამუშავების, სტაბილიზაციის და ჩამოსხმის პროცესები.

პირველადი დუღილის პროცესი სექტემბრის ბოლოს სრულდებოდა და შემდეგ ეს უზარმაზარ რაოდენობის სითხე 500 კილომეტრზე უნდა წაგვეღო, გურჯაანიდან თერჯოლამდე,” - ამბობს გიორგი იმნაძე, კომპანიის ფინანსური მენეჯერი, და აღნიშნავს, რომ ღვინო წარმოების ამ ეტაპზე ბიოლოგიურად აქტიური სითხეა და შორმა ტრანსპორტირებამ, ისევე როგორც ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებამ, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის ხარისხზე.

ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ამ მოცულობის სითხის ტრანსპორტირება ამხელა დისტანციაზე ძალიან ძვირი და სარისკოა.“

მოსალოდნელი გამოწვევების მიუხედავად, „მეღვინეობა ხარება“-მ გადაწყვიტა ვაჩნაძიანის მარნის გარდაქმნა სრული ციკლის ISO სტანდარტების მქონე საწარმოდ. რაც თავის თავში მოიცავდა კონსტრუქციებისა და აღჭურვილობის დამატებას, მათ შორის ადმინისტრაციული შენობისა და შემნახველი განყოფილების, ჩამოსხმის განყოფილების, ღვინის სტაბილიზაციის სპეციალური განყოფილების, გაყვანილობის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას.

ყოველივე ამისთვის კომპანიის ხელმძღვანელობას გეგმის შემუშავება სჭირდებოდა.

საბედნიეროდ, EU4Business და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად იყვნენ დასახმარებლად. კომპანიამ EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით - ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივით - 1 მილიონ ევროზე მეტი კრედიტი მიიღო.

ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროგრამის საშუალებით, EBRD ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში და იმ შესაძლებლობების გამოყენებაში, რომელსაც მოიცავს DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება, რომელსაც საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი.

EBRD-ის მხარდაჭერა გულისხმობს ინვესტირებას ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას. 

კრედიტით „მეღვინეობა ხარება“-მ შეიძინა საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის ღვინის ცისტერნები და ძმრის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები.

უახლეს პერიოდში იგეგმება განახლებული ქარხნის გახსნა.

ახალი საწარმო ნიშნავს მეტ სამუშაო შესაძლებლობებს ადგილობრივებისთვის - კომპანიას ამჟამად ქარხანაში 45 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ 20-ს დაასაქმებს. ადრე მუშახელი მხოლოდ ყურძნის გადამუშავებისთვის სჭირდებოდათ, ახლა კი მეღვინეების თანაშემწეები, ბუღალტრები, შემნახველები და დაცვის თანამშრომლებიც ეყოლებათ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მალე კახეთში გვექნება სრულად აღჭურვილი, თანამედროვე მარანი, რომელსაც შეუძლია ყურძნის გადამუშავება ყველა ეტაპზე, პირველადი დამუშავებიდან ჩამოსხმამდე“, - ამბობს იმნაძე. მისი თქმით, მარანი 7000-9000 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, საიდანაც კომპანია რამდენიმე მილიონ ბოთლ ღვინოს დაამზადებს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე