საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა

საქართველო
საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა

„როდესაც ბიზნესს დამოუკიდებლად იწყებთ, როგორც წესი, მხოლოდ თქვენს ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებთ და კრედიტს რისკად მიიჩნევთ. ჩემი აზრით, დასაწყისისთვის ეს ჯანსაღი მიდგომაა. მაგრამ დგება დრო, როცა სესხი შესაძლებლობად იქცევა“, - ამბობს თეუმურაზ მექვევრიშვილი, რომელმაც თავისი ბიზნესისთვის „ბანკი რესპუბლიკიდან“ სესხი აიღო, ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და EU4Business-ის ხელშეწყობით.

„2000 წელს უმუშევარი ვიყავი და საქართველოში არსებული პერსპექტივები არც თუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენი სახლის ფარდულში ძველი ზეთის საწური ინახებოდა და ამაზე დავიწყე ფიქრი. თხუთმეტი წლის შემდეგ ჩემს მიერ დამზადებული მზესუმზირის ზეთი ჩემი ოჯახის სიამაყე გახდა და მთელი რეგიონის მასშტაბით ამ პროდუქტმა სათანადო დაფასება ჰპოვა ექსპერტებს შორის“, სიამაყით ამბობს თეიმურაზ მექვევრიშვილი.

თოთხმეტი წლის განმავლობაში თეიმურაზი მემკვიდრეობით მიღებულ ძველებურ საწურს ამუშავებდა. საწური ნელა მუშაობდა და პროდუქტი არც თუ ისეთი კარგი იყო, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი, „რომ ამ ძველებურ საწურს აუთენტური სული აქვს“.

მოთხოვნა იზრდებოდა

თუმცა მოთხოვნის ზრდისა და პროდუქტიულობის შემცირების ფონზე თეიმურაზისთვის ნათელი გახდა, რომ საწურთან დაკავშირებით რამე უნდა ემოქმედა. ის ასევე მიხვდა, რომ პროდუქტის სპეციფიური აუთენტური გემო მზესუმზირის ხარისხიდან მოდიოდა და არა მისი ძველებური საწურის დაჟანგებული ხრახნებიდან.

„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ხარჯების შემცირება, ამიტომაც ამ ძველებურ საწურს ვამუშავებდი და მისგან სულ უფრო მეტს მოვითხოვდი. მის შეკეთებაზე სულ უფრო მეტს ვხარჯავდი, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და თანაც ზეთის წარმოების საშუალებას არ იძლეოდა“, იხსენებს ის.

„ბანკი რესპუბლიკას“ წარმომადგენლებს გაუკვირდათ, რომ ამდენი ხანი არ მიფიქრია მომავალში ინვესტირებაზე, მაგრამ მიიჩნიეს, რომ საკმაოდ ფრთხილი ვიყავი“, დასძენს თეიმურაზი.

2014 წელს მან პირველი სესხი აიღო და ახალი საწური დააყენა. შედეგი: უკეთესი ხარისხის მეტი ზეთი. „მოთხოვნაც იზრდება და საშუალება მაქვს, რომ პირველი თანამშრომელი დავიქირავო“.

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის

EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის მიზნად ისახავს, სტიმული მისცეს ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას, მუდმივი დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, უმეტესწილად მიკრო და მცირე ბიზნესისთვის (MSE) და კერძო საოჯახო მეურნეობებისთვის, ადგილობრივი კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა „ბანკი რესპუბლიკა“ საქართველოში.

EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, EFSE-მა 44 000-მდე ქვესესხი გასცა მცირე კომპანიებისათვის, როგორიცაა თეიმურაზის კომპანია საქართველოში. სესხის საშუალო ოდენობამ დაახლოებით 12 000 ევრო შეადგინა.

შეიტყვეთ მეტი

EFSE – მეწარმეობის ხელშეწყობა

EFSE-ის ვებგვერდი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე