40 000 ევროს ოდენობის საბანკო სესხმა, გაცემულმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) მიერ, საშუალება მისცა ომარ ბახტურიძეს გაეფართოებინა საკუთარი სტომატოლოგიური საქმიანობა რუსთავში, საქართველოში.
ომარმა სესხი 2014 წ. მარტში აიღო EFSE-ის ერთ-ერთი ქართველი პარტნიორის — „ბანკი რესპუბლიკასგან“. „სათავსის წლების მანძილზე ქირავნობის შემდეგ, საბოლოოდ მოვახდინე საკუთარის შესყიდვა ჩემი საქმიანობისათვის“, ახსნა მან. „ჩემმა მრჩევლებმა "ბანკი რესპუბლიკადან" შეიმუშავეს გადახდის რეალისტური გრაფიკი და დამეხმარნენ ბევრ სხვა საკითხში. ახლა შემიძლია სრული კონცენტრაცია მოვახდინო ჩემს საქმეზე“.
კონკრეტული პირადი დანაზოგის ცხრილში შეტანამ შესაძლო გახადა გადახდის გრაფიკის ხელსაყრელ პირობებზე მოლაპარაკება. შედეგი იყო ომარის ფიქსირებული ხარჯის მნიშვნელოვანი შემცირება, რითაც გაიზარდა მისი ბიზნესის წმინდა ღირებულება.
მდებარეობს რა რუსთავში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 35 წუთის სავალზე, ახალი ბიზნესი უფრო ფართოცაა და გაცილებით უკეთ განთავსებულიც. „შესანიშნავი ისაა, რომ ფაქტიურად ყველა ჩემი პაციენტი გამომყვა ახალ მისამართზე“, ამბობს ის ღიმილით. „ვიცი, რომ ეს ჩემი როგორც მიმღები, ისე საკონსულტაციო გუნდის დამსახურებაცაა.“
ომარი ახალი გადასულია და უკვე მუშაობს ახალი ქირურგიული ბიზნესის წამოწყებაზე. გეგმის მიხედვით, უნდა დაემატოს ორი ახალი სტომატოლოგიური სავარძელი და დასაქმდეს ორი ასისტენტი.
„მეტი ადგილი არა მხოლოდ ამარტივებს საქმეს, არამედ ასევე საშუალებას მაძლევს, უკეთ მოვემსახურო მეტ კლიენტს“, დასძენს ის. რეგულარული კონტაქტი მაქვს „ბანკ რესპუბლიკასთან“, როგორც პარტნიორთან და ორივე ჩვენგანი ნამდვილად ბედნიერია იმით, თუ როგორ კარგად მიდის საქმე.“
„სტომატოლოგიაში მუშაობა თითქმის ოცდათი წლის წინ დავიწყე და სათავსს მუდამ ვქირაობდი. საქმეს პასუხისმგებლობით ვუდგებოდი და ფეხს იქამდე ვშლიდი, სადამდეც საბანი მწვდებოდა. ბიზნესის ზრდასთან ერთად ნათელი გახდა, რომ უნდა დავლაპარაკებოდი ბანკს ჩემი საკუთარი ბიზნესის დაფინანსებაზე. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
ევროკავშირის წვლილი
5,1 მილიონი ევრო მთლიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის
ხანგრძლივობა
2009-2019 წწ.
გაიგეთ მეტი
ფონდი ჩამოყალიბდა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის სარგებლის მოსატანად მიზნობრივ ქვეყნებში. მისი მიზნებია:
- სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპული კეთილმეზობლობის რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის სტიმულირება. ფონდი ამას განვითარებისათვის, უმეტესად მიკრო და მცირე ბიზნესის (MSME-ები) და კერძო ოჯახური მეურნოებების დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით აღწევს კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების საშუალებით.
- ინვესტორების სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპული კეთილმეზობლობის რეგიონში დამატებით მოზიდვა და მათთვის მიმზიდველი ფინანსური უკუგების შეთავაზება საბაზრო მოლოდინის შესაბამისად.
დაფინანსებისათვის შერჩევის კრიტერიუმები და მიღების წესი
ფონდი დააფინანსებს:
- ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, რეგულირებულ თუ არარეგულირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (MCO) და სხვა რჩეულ ფინანსურ დაწესებულებებს
- კომერციულ ბანკებს, საინვესტიციო კომპანიებს, საინვესტიციო ფონდებს თუ ჰოლდინგურ კომპანიებს.
განმახორციელებელი პარტნიორი
KfW ჯგუფი
საკონტაქტო პირი: მონიკა ბეკი
Palmengartenstr. 5-9,
60325 Frankfurt am Main,
Germany
ტელეფონი +49 (0) 69 74 31-0
ელფოსტა: monika.beck@kfw.de