You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

თამარა ჩიგოგიძე უმსხვილესი რადიო ჰოლდინგის დირექტორია. მას ღრმად სწამს, რომ მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ღია და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში.

„თუ ვაღიარებთ, რომ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხში, მაშინ ჩვენ, როგორც მედიის წარმომადგენლებმა ამ მიზნის განხორციელებისათვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.“

ჰოლდინგის პირველი რადიო -ფორტუნა- 1996 წელს თამარას მამამ გურამ ჩიგოგიძემ დააარსა. მას შემდეგ, თამარა აქტიურად არის ჩართული მართვაში. კომპანია კვლავაც ჩიგოგიძეების ოჯახს ეკუთვნის და მასში  ოთხი რადიო სადგური და ერთი მუსიკალური არხი შედის. მსმენელების რაოდენობა კვირაში 556,000-ს აჭარბებს- რაც საქართველოს რადიოს მსმენელი აუდიტორიის ნახევარია.

თუმცა  ლიდერობის განსამტკიცებლად, კომპანიას განვითარება სჭირდებოდა. EBRD-თან ერთობლივი პროექტის დახმარებით, კომპანიამ შექმნა ახალი ციფრული სტრატეგია, ვებ-პლატფორმა და რადიოს მობილური აპლიკაცია, რითიც ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანა ოთხივე რადიო სადგური. 

 „ჩვენი ახალი ვებ-პლატფორმა მუსიკის მოყვარულებს არაჩვეულებრივ მომსახურებას სთავაზობს-მომხმარებელზე მორგებული სისტემა აერთიანებს სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის ოთხ რადიო სადგურს, უახლეს ინფორმაციას მუსიკისა და გართობის სფეროდან, მუსიკალურ ბაზას, მუსიკოსების ბიოგრაფიებს და მრავალ სხვა საინტერესო ინფორმაციას. ჩვენი ახალი პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების აკუსტიკურ ვიდეო-ვერსიებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და წარმოდგენებს. ამ ყველაფრის ხილვა როგორც სტაციონალური კომპიუტერით, ასევე, მობილურ პლატფორმაზეცაა შესაძლებელი.“

შემდეგი ნაბიჯი თამარასათვის ახალი მულტიმედიური პროექტია, რომელზეც ჰოლდინგი მუშაობს და ღვინის ინდუსტრიაში ქალი მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველო განსაკუთრებით ამაყობს მეღვინეობის 8,000 წლიანი ტრადიციით, ქვეყანაში დაახლოებით 750 ღვინის მწარმოებელია დიდი კომპანიებით დაწყებული საოჯახო მარნებით დასრულებული. ღვინის ინდუსტრია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ტურიზმის სექტორთან, თუმცა მეღვინეობა მაინც მამაკაცების საქმედ აღიქმება. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა გეგმავს ახალი პროგრამით იმ 12 მეწარმე მეღვინე ქალის წარმატების ისტორია გაუზიაროს საზოგადოებას, რომლებიც მცირე მეურნეობებსა თუ დიდ ღვინის კომპანიებს უძღვებიან.

თამარას გეგმა ამბიციურია: სურს ხელი შეუწყოს იმ ქალებს, რომლებიც  ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან სფეროში საქმიანობენ, ასევე, სტიმული მისცეს მეღვინეობით დაინტერესებულ ქალბატონებს, რომ  მათ ეს ინტერესი მეწარმეობაში გადაზარდონ.

რადიო ჰოლდინგი ფორტუნა  ერთი-ერთია იმ მცირე და საშუალო საწარმოთაგან, რომლებმაც მიიღეს ხელშეწყობა EBRD მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ეხმარება მეწარმე ქალებს მოიპოვონ დაფინანსება და მიიღონ  კონსულტაციები საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად და დაფინანსებულია EBRD, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის მცირე ბიზნესის ფონდის მიერ.  უახლესი მონაცემებით, 1,300-ზე მეტმა მეწარმე ქალმა უკვე ისარგებლა ჩვენი პროგრამით.  

წარმატების ახალი ისტორიები
ge
10.06.2022
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის, რის გამოც ქვეყანას ხშირად „ღვინის აკვანს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ღვინის მცირე მწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
ge
09.06.2022
საქართველოში ავეჯის არც ისე ბევრი საერთაშორისო ბრენდია, უცხოეთიდან გამოწერა ძვირი და ლოგისტიკურად რთული პროცესია.
ge
06.04.2022
ეს ისტორია წლების წინ, ერთი ჭიქა ღვინის გასინჯვით, სოფელ ატენის ოჯახურ მარანში დაიწყო.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე