დაფინანსების მოზიდვა და მზარდი ბრუნვა საქართველოში

საქართველო
დაფინანსების მოზიდვა და მზარდი ბრუნვა საქართველოში

EU4Business-ის პროგრამის დახმარებით, „ლოპოტა ტურ სერვისმა“, დასასვენებელი კურორტების მართვის ქართულმა კომპანიამ, გააუმჯობესა მომხმარებლის მომსახურება და მუშაობის მეთოდიკა, რის შედეგადაც ათჯერ გაიზარდა ბრუნვა.

EU4Business გაფართოებაში ეხმარება ქართულ სასტუმროს

ევროპის კავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, „ლოპოტა ტურ სერვისმა“, დასასვენებელი კურორტების მართვის ქართულმა კომპანიამ, მოახდინა მართვის საინფორმაციო სისტემის ინსტალაცია საკუთარ ოპერაციებზე და ინვენტარიზაციაზე თვალის სადევნებლად, რათა შეძლებოდა გეგმის უკეთ შედგენა მომავალში.

პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოახერხა, გაეზარდა გარე დაფინანსება 5 მილიონ აშშ დოლარამდე გაფართოების მიზნით. აღნიშნული მოიცავდა ახალი 80 ადგილიანი სასტუმროს აგებას რესტორნით, მინი-გოლფის მოედნით, საუნით, ფრენბურთის მოედნით და 60 მეტრიანი აუზით. ახალი ობიექტების ხარჯზე კომპანიამ თითქმის 10-ჯერ გაზარდა ბრუნვა, ხოლო „ლოპოტას“ პერსონალი ორჯერ გაიზარდა 55-დან 117 თანამშრომლამდე.

„ლოპოტა“ 2010 წელს დედა-შვილი თინათინ და გიორგი მაისურაძეების მიერ დაფუძნებული ოჯახური ბიზნესია. მოკრძალებული დასაწყისის მერე, როცა ის ახლო მეგობრებს და ადგილობრივ სტუმრებს უწევდა მომსახურებას, კომპანია გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დასასვენებელ კურორტად იქცა რეგიონში, უამრავი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრით. როცა EBRD კომპანიასთან მუშაობას შეუდგა, სტუმრების რაოდენობის მონიტორინგი თუ მათ შეკითხვებზე ოპერატიული და ზუსტი პასუხი რთული იყო.

EBRD დაეხმარა „ლოპოტა ტურ სერვისს“ დაექირავებინა ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია შპს „სასტუმროების და რესტორნების სისტემები“. კონსულტანტმა:

  • მოახდინა მართვის საინფორმაციო სისტემის (MIS) ინსტალაცია და მიუსადაგა ის კომპანიის სპეციფიურ საჭიროებებს
  • მოახდინა ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის, მოდულებისა და პარამეტრების კონფიგურაცია და გამართა სისტემის ინტერფეისი
  • აწარმოა კომპანიის პერსონალის ტრენინგი MIS-ის გამოყენებით. 


სისტემა ამომწურავია, მოიცავს ქონების მართვის სისტემას, რესტორნის მართვის სისტემებს, მარაგების მართვის სისტემას და მასალის კონტროლის სისტემას, რითაც ეხმარება კომპანიას, წარმატებით მიადევნოს თვალი საკუთარ სამუშაოს, დაგეგმოს მომავალი და მიაღწიოს მიზნებს. 


2014 წ. EBRD-მა გაზარდა მისი დახმარება „ლოპოტასთვის“ სასტუმროების საერთაშორისო ექსპერტის დაქირავებით, რომელიც დაეხმარა კურორტზე მომხმარებლის მომსახურების შემდგომ განვითარებაში საერთაშორისო სტანდარტების დონზე აყვანით.

კონსულტანტი აკის მარანგოსი საბერძნეთიდანაა და გააჩნია 20 წელიწადზე მეტი გამოცდილება სასტუმროების მართვის სფეროში. კონსულტანტის დახმარებით კომპანია გავიდა საერთაშორისო საბაზრო და დაჯავშნის არხებზე, გააუმჯობესა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები და გადააიარაღა რესტორანი სტუმრებისათვის სახელგანთქმული ქართული კერძების შესათავაზებლად. 


მნიშვნელოვნად გაიზარდა არა მხოლოდ ბრუნვა და დასაქმება. კომპანიის წარმადობა 159% გაიზარდა ევროკავშირის 25 000 ევროს ოდენობის ინვესტიციისა და კლიენტების მიერ გადახდილი 15 000 ევროს ხარჯზე.

შეიტყვეთ მეტი მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე

EBRD-ის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის (SBS) პროგრამა ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს (MSME), მოახდინოს ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებთან და გაზარდოს ინოვაციისა და ზრდის პოტენციალი.

განმახორციელებელი პარტნიორი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - კონსულტაცია მცირე ბიზნესს
SME-ის ფინანსური და განვითარების ჯგუფი

გრიბოედოვის ქუჩა 31ა
ბიზნეს-ცენტრი „მერანი“, მე-6 სართული
0108, თბილისი
საქართველო

ტელ.: +995 32 244 7400
ელფოსტა: knowhowgeorgia@ebrd.com

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე