You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ტურისტების სწრაფვა მოგზაურობისადმი არის ტურიზმის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია უძველესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე თვალწარმტაცი ქვეყანა, საქართველო, სადაც ტურისტული ნაკადის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა.

ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველომ, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულ ადგილას, ტურიზმის სფეროში სწრაფი ზრდა განიცადა. მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მთავრობამ დაამტკიცა ამბიციური გეგმა, რომელიც 2025 წლამდე 11 მილიონი ტურისტის მასპინძლობას ითვალისწინებს, ხოლო ყოველწლიური შემოსავლების რაოდენობამ 6 მილიარდ აშშ დოლარს უნდა გადააჭარბოს. აღნიშნულს ცალსახად დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე, დასაქმებაზე და ბიზნესის შემოსავალზე, თუმცა, გასათვალისწინებელია მოგზაურობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის ნაკვალევიც.

სწორედ ამან შთააგონა გერმანე ჭელიძე, ტურისტული კომპანიის შპს SEA-ს მფლობელი, განეხორციელებინა ცვლილებები. „ჩვენი კომპანია წარმატებით საქმიანობდა, თუმცა, ვიცოდით, რომ საჭირო იყო, გვეზრუნა მდგრადობაზე. ჩვენ გვსურდა, შეგვეძინა თანამედროვე ტურისტული ავტობუსები, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს. თუმცა, საამისოდ საჭირო კაპიტალი არ გვქონდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ბანკს, რადგან ცნობილია, რომ ისინი ქვეყანაში მწვანე დაფინანსებას უზრუნველყოფენ.“

საქართველოს ბანკი Green for Growth Fund-ის (GGF) გრძელვადიანი პარტნიორია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მწვანე დაფინანსებას და ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკურ ზრდას. GGF-ის დაფინანსების ხელშეწყობით, საქართველოს ბანკმა გერმანე ჭელიძე უზრუნველყო 130,000 ევროს ოდენობის სესხით, თანამედროვე, ორსართულიანი ტურისტული ავტობუსების შესაძენად.

„ახალი ავტობუსებით, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ენერგიის მოხმარება,“ ამაყად აცხადებს გერმანე ჭელიძე. ინვესტიციის წყალობით, ბიზნესი არა მხოლოდ თანხებს ზოგავს, არამედ დადებით გავლენას ახდენს გარემოზე. კომპანია ზოგავს საათში 30 მეგავატზე მეტ ენერგიას, ხოლო CO2-ის გამოყოფას ამცირებს წელიწადში 20 ტონით.

ტურისტებიც, თავის მხრივ, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ ინდუსტრიის მდგრადობაზე. შესაბამისად, თანამედროვე ავტობუსებზე გადასვლა დროული იყო. მსოფლიოში, სადაც ადამიანებისათვის სულ უფრო ცხადი ხდება კლიმატის ცვლილების შედეგები, საჭიროა, რომ ყველა ძალისხმევა იყოს უფრო მეტად ენერგოეფექტური - ჭელიძის ტურისტული ავტობუსები კი მწვანე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ჩვენ ვერ ვმუშაობთ, კვლავ ოპტიმისტურად ვართ განწობილები საქართველოში ტურიზმის მომავლის მიმართ და მზად ვართ, ქვეყანაში დაბრუნებულ ტურისტებს კვლავ მივეგებოთ და ვაჩვენოთ საქართველოში არსებული საუცხოო ადგილები,“ ამბობს გერმანე ჭელიძე და იღიმის.

GFF თანამშრომლობს პარტნიორებთან, ბიზნესების მწვანე დაფინანსების კუთხით და ერთგულია თავისი მისიისადმი, რომელიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შერბილებას და, ამავდროულად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
30.08.2022
საქართველოს ღვინის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაყოფიერ ნიადაგში და სამხრეთ კავკასიის კალთებზე აღმოჩენილი ქვევრი - დიდი ზომის ამფორა სახელურების გარეშე - მიუთითებს, რომ რეგიონში ღვინის წარმოება, სულ მცირე, რვა ათასი წლის წინ დაიწყო. დღემდე ქვევრებს იყენებენ ტრადიციული ქართული ღვინის ფერმენტირებისთვის, შენახვისა და დაძველებისთვის.
ge
29.07.2022
ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე დიზაინის სფეროში მომუშავე უამრავი მცირე ბიზნესი გაჩნდა. ზოგიერთი მეწარმე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, თუმცა სხვებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებას მისაღწევად მეტი ცოდნა სჭირდებათ.
ge
09.07.2022
ერთად მუშაობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. სწორედ ასე უყურებს მარიამ ორჯონიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში მომუშავე ქართველი დიპლომატი ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ ტრენინგების სერიას, რომელსაც მხარს უჭერს EU4Business ინიციატივა და ახორციელებს EBRD.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე