You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

შემოდგომა წლის ყველაზე დატვირთული სეზონია კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში. დილით ადრე ფერმერები და მათი ოჯახის წევრები ვენახებში ყურძნის დასაკრეფად მიიჩქარიან, აღებული მოსავალი სატვირთო მანქანებით მიაქვთ გადასამუშავებელ ქარხნებში.

რთველი სოფლად ყველასთვის დიდი შრომაც არის და დიდი სიხარულიც, ასეა ვალერიან ფეიქრიშვილისთვისაც.

„უკვე 18 წელია ვენახში ვმუშაობ,“ – ამბობს ის. „ვიცი ყურძნის მოვლა, შევეჩვიე და მიყვარს ეს საქმე.

„აქ კარგ ღვინოს ვამზადებთ და მინდა, რომ ის კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მთელ მსოფლიოში.“ 

ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს, რომ ბატონი ფეიქრიშვილის ოცნება შესაძლებელია ახდეს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტო 2018 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტზე გატანილია 86 მილიონ ბოთლზე მეტი, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 13 პროცენტით მეტია.

ახალი შესაძლებლობები ქვეყანაში და საზღვარგარეთ

კახეთიდან დაახლოებით 3000 კილომეტრის დაშორებით, ბერლინში კრისტინა შელი სიამაყით აცხადებს, რომ მისი რესტორანი ევროპელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალ სახეობას სთავაზობს.

„ჩვენ ორი წლის წინ გავხსენით Salhino,“ – ამბობს ის. „ახლა უკვე ბევრი სტუმარი გვყავს. ისინი ინტერესდებიან არა მხოლოდ ჩვენი ღვინით, არამედ ჩვენი კულტურითაც. ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.“

მეღვინეობა ძველი და თანამედროვე საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ღვინის წარმოება აქ 8000 წლის წინ უკვე მიმდინარეობდა. თანამედროვე საქართველოსთვის ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.

კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის ექსპორტიორია. 2001 წელს დაარსებულმა კომპანიამ თანდათანობით ააშენა ულტრა თანამედროვე ქარხნები და ღვინის დამამუშავებელი საწარმოები საქართველოს მასშტაბით და ახლა ღვინო 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს.

მაგრამ გარდა საზღვარგარეთ მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, KTW-მ ქვეყნის სტუმრების მზარდი ნაკადის მასპინძლობაც გადაწყვიტა ადგილზე ღვინის ტურიზმის განვითარებისა და ინვესტირების გზით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი პროგრამით EU4Business ინიციატივა საიმედო პარტნიორები არიან ამ წამოწყებაში.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა

KTW ქართული მეღვინეობის მრავალი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამით სარგებლობს. პროგრამა პარტნიორი ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო საწარმოებს სთავაზობს დაფინანსებას, რომელიც მიეწოდება ევროკავშირის გრანტებთან ერთად.

„ეკონომიკური განვითარების სტიმულირება და სამუშაო ადგილების შექმნა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეობის დახმარება კი საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად,” – ამბობს კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი პროგრამების საშუალებით მეტ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ადგილზე და ასევე, მათი გატანა და რეალიზება მოხდება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.” 

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ეხმარებათ ადგილობრივ კომპანიებს, რეალობად აქციონ მათი ამბიციები და კონკურენტულად ივაჭრონ ევროპელ პარტნიორებთან უკეთესი აღჭურვილობის, სტანდარტებისა და პროცესების დანერგვით.

კომპანიებს დახმარება გაეწევათ, გააუმჯობესონ გარემოზე მათი ზემოქმედება, თანამშრომელთა სამუშაო პირობები და უკეთესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ ადგილობრივ მომხმარებელს.

გარდა ამისა, პროგრამა ამტკიცებს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს ფერმერებში, როგორიცაა ბატონი ფეიქრიშვილი.

„ჩვენი შრომა დაფასებულია, როცა კარგ მოსავალს ვიღებთ,“ – ამბობს ის. „წელს კარგი მოსავალი მოგვივიდა, მომავალ წელს უკეთესი იქნება”.

საქართველოს გარდა, პროგრამა მოქმედებს მოლდოვაში და ახლახან ამოქმედდა უკრაინაში. ყველა ამ ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
21.02.2024
ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.
ge
12.02.2024
კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება".
ge
31.08.2023
როცა 1995 წელს თამარ ლებანიძემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინაშე იდგა. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის მისიას მხოლოდ ერთი ფრაზა შეესაბამებოდა: „ბრძოლა განვითარებისთვის“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე