You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ევროკავშირის დაფინანსებით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, დახმარება გაუწია კომპანია „გეოპლანტს“, საქართველოში ჩაის მწარმოებელ კომპანიას, გარდაქმნილიყო უნივერსალურ საამქროდ ჩაის წარმოების სრული პროცესის განხორციელებისთვის.

1996 წელს დაარსებული შპს „გეოპლანტი“ ამჟამად საქართველოში ყველაზე მსხვილი ჩაის მწარმოებელი კომპანიაა. კომპანიას გააჩნია ჩაის პლანტაციები და პირველადი გადამუშავების ქარხნები, რომლებიც აღჭურვილია გადამამუშავებელი და შესაფუთი დანადგარებით, რაც აქცევს მათ უნივერსალურ საამქროდ ჩაის წარმოების სრული პროცესის განხორციელებისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში კომპანია „გეოპლანტს“ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჩაის მწარმოებელ კომპანიებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის შრი-ლანკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, კენიასა და თურქეთში. აღნიშნული ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება დარგში დაგროვილი სამეცნიერო-პრაქტიკული, ტექნოლოგიური და ტექნიკური გამოცდილების გაზიარების კუთხით და წარმოადგენს წარმოების სფეროში მუდმივი ინოვაციების, ხარისხის კონტროლისა და გამოცდილების ძირითად ელემენტებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში მრავალი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია გახდა „გეოპლანტის“ მომხმარებელი. გარდა ამისა, კომპანიამ მოიპოვა მრავალი კომერციული და ეკონომიკური პარტნიორი, მათ შორის Plantextrakt GmBH (გერმანია), Van Rees North America (ლიპტონი, აშშ), Martin BauerGmBH (გერმანია), Dobrinia Dar (უკრაინა) და Martin Bauer Middle East (თურქეთი) და აქ მხოლოდ რამდენიმეა დასახელებული..

„გეოპლანტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც თავისი პროფილით ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა აღმოსავლეთ ევროპაში. სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს უსწრაფესად შეიმუშაოს და დანერგოს ახალი გამოცდილება წარმოებაში, რაც დადებითად მოქმედებს როგორც პროდუქციის ხარისხზე, ისე წარმოებული პროდუქტების ასორტიმენტზე.

2010 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შეიქმნა ორი ქართული ჩაის ბრენდი: „გურიელი ექსპორტი“ და „რჩეული“. ჩაის ორივე ტიპი გამოირჩევა გემური და არომატული თვისებებით, ექსკლუზიური დიზაინით და ლოგოტიპით და აქვს მაღალი საექსპორტო პოტენციალი. 2012 წელს კომპანიამ დაიწყო „გურიელი ხილის ჩაის“ ხაზის წარმოებაც, აგრეთვე საექსპორტო ბაზრისთვის შეიქმნა კიდევ ერთი ბრენდი „ქართული ბაიხი № 36“. 2013 წელს მარნეულის რაიონში გაყიდვაში შევიდა კიდევ ერთი ახალი ბრენდი „ალი სულთანი“. და 2014 წლის თებერვალში კომპანია „გეოპლანტმა“ შექმნა „გურიელი მცენარეული ჩაის“ ხაზი და პრემიუმ კლასის ხაზი „პრინცი გურიელი“.

„გეოპლანტის“ ჩაი მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გაშენების დროს ქიმიკატების და პესტიციდების გამოყენების გარეშე. იგი იკრიფება ხელით და მუშავდება მდიდარი გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია „გეოპლანტის“ ბრენდებმა მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა როგორც ქართულ, ასევე საექსპორტო ბაზარზეც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სანედლეულო ბაზის მდიდარი რესურსებით, გადამამუშავებელი და დასაფასოებელი/შესაფუთი დანადგარებით, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით და ბრენდების განვითარებით, „გეოპლანტი“ წარმოადგენს ლიდერ კომპანიას არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც.

კომპანიას ამჟამად სამი პირველადი გადამუშავების ქარხანა ეკუთვნის გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.

  1. ოზურგეთის საწარმო – მთლიანი ფართით 2,6 ჰექტარი, სადაც სამრეწველო შენობები განლაგებულია 5 000 კვ.მ-ზე – აღჭურვილია როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაის პირველადი წარმოებისთვის აუცილებელი TI Global-ის თანამედროვე ტექნოლოგიით.
  2. ზუგდიდის საწარმოს – მთლიანი ფართით 2,4 ჰექტარი, სადაც სამრეწველო შენობები 15 000 კვ.მ-ს იკავებს, – გააჩნია ჩაის გადამამუშავებელი დანადგარების მთლიანი სპექტრი: დაწყებული დაკრეფიდან, დამთავრებული შეფუთვით, მათ შორის კუპაჟირებისა და ბუნებრივი არომატიზატორებისათვის აუცილებელი დანადგარები: IMA SpA (იტალია) და Marden Edwards Ltd (დიდი ბრიტანეთი).
  3. ყულიშკარის საწარმოს – ფართით 0,8 ჰექტარი, სადაც სამრეწველო შენობები განლაგებულია 1 500 კვ.მ.-ზე, – გააჩნია შავი ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის აუცილებელი დანადგარების მთლიანი სპექტრი.

2008-2013 წლებში კომპანიაში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხმარდა დაძველებული საბჭოური დანადგარების გამოცვლას, საწარმოო ტერიტორიებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს, ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და საბრუნავი კაპიტალის ფორმირებას.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
03.12.2022
ეკა ბოქოლიშვილისთვის ყველაფერი აღმოსავლეთ საქართველოს სოფელ საქობოში, მის სამზარეულოში დაიწყო. მაშინ თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა, მაგრამ იცოდა, რომ ქართული ნუგბარის მსოფლიოსთვის გაცნობის სურვილი შორს წაიყვანდა.
ge
10.11.2022
კიკეთში, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, სამღებრო სახლი მდებარეობს. კარგად განათებულ თანამედროვე კოტეჯში ხის კედლები ქსოვილის ფერადი ნიმუშებითაა დაფარული. აქ უამრავ ფერს შეხვდებით - მუქი იასამნისფრით დაწყებული, თბილი ნარინჯისფრითა და ღია ვარდისფრით დამთავრებული.
ge
27.10.2022
თექვსმეტი წლის წინ ირაკლი სირაძემ და მისმა მეუღლემ მაია ბერიძემ ცხოვრების თავიდან დაწყება და ბიზნესის გახსნა გადაწყვიტეს. სამწლიანი შრომის შედეგად გურიის ქალაქ ოზურგეთში 4500 კვ.მ ფართობის შენობა ააშენეს და ფართი ადგილობრივ ფერმერთა ბაზარს მიაქირავეს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე