You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

შვედეთისა და ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დაეხმარა ქართულ შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს – 23-ე პოლიკლინიკას“, მიეღო ISO სერტიფიცირება და გაეფართოებინა ოპერაციები. 

EBRD დაეხმარა შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს – 23-ე პოლიკლინიკას“, ქალთა საკუთრებაში არსებულ სამედიცინო ცენტრს, რომელიც მდებარეობს თბილისში, დაენერგა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები. პროექტის დასრულების შემდეგ ერთ წელიწადში ცენტრმა მიიღო 9001:2008 ISO სერტიფიკატი, დაემატა სასწრაფო დახმარების განყოფილება, ჩატარდა რებრენდინგი, შეძენილ იქნა ახალი სამედიცინო აღჭურვილობა და გაიზარდა ოპერაციების მოცულობა, რაც ეხმარება კომპანიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ბანკის „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში.

შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი – 23-ე პოლიკლინიკა“ დაარსდა 2011 წელს და სთავაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას ყველა ასაკის პაციენტებს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაენერგა საერთაშორისოდ აღიარებული ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და პოლიკლინიკის იმიჯისა და საიმედოობის ხელშეწყობისთვის.

EBRD დაეხმარა შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს – 23-ე პოლიკლინიკას“ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია – შპს „ეს დი სი ჯგუფთან“ დაკავშირებაში.

კონსულტანტმა:

  • გააანალიზა კომპანიის მართვის სისტემა;
  • მოამზადა სამუშაო ჯგუფი კომპანიის ფარგლებში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისთვის;
  • ჩაუტარა ტრენინგები პერსონალს;
  • მოამზადა შიდა აუდიტორები ორგანიზაციის ფარგლებში;
  • შეიმუშავა ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუქცია სამუშაოს აღწერილობებითა და დეტალური პრაქტიკული რეკომენდაციებით.

ამის შედეგად პოლიკლინიკამ ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, დაამატა სასწრაფო დახმარების განყოფილება, დანერგა გაუმჯობესებული უსაფრთხოების პროცედურები და მოდერნიზებული აღჭურვილობა. გარდა ამისა, კომპანიამ წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი.

ამ პროექტის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გააფორმა კონტრაქტები 3 სადაზღვევო კომპანიასთან მათი კლიენტების სამედიცინო მომსახურებაზე. მათ ასევე ააშენეს ახალი შენობა, დაიწყეს ახალი მომსახურების უზრუნველყოფა და კომპანიის სახელი შეიცვალა „სამედიცინო ჰოლდინგი 23“-ით.

პროექტის საერთო ღირებულება

14 000

კლიენტის წვლილი

€5 600

წარმატების ახალი ისტორიები
ge
10.06.2022
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის, რის გამოც ქვეყანას ხშირად „ღვინის აკვანს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ღვინის მცირე მწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
ge
09.06.2022
საქართველოში ავეჯის არც ისე ბევრი საერთაშორისო ბრენდია, უცხოეთიდან გამოწერა ძვირი და ლოგისტიკურად რთული პროცესია.
ge
06.04.2022
ეს ისტორია წლების წინ, ერთი ჭიქა ღვინის გასინჯვით, სოფელ ატენის ოჯახურ მარანში დაიწყო.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე